გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

კარგი ამბავი იტალიიდან | კვერნაძემ ვარჯიში განაახლა

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდა შემტევმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი გაიტანა, თუმცა 72-ე წუთზე, მცირე დაზიანების გამო შეცვალეს.

Crystalsport-ის ინფორმაციით, გიორგი თავს კარგად გრძნობს და მოედანს უკვე დაუბრუნდა. კვერნაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, გუნდურ ვარჯიშებს უახლოეს დღეებში განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის სერია A-ს ახალი სეზონის პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში გამართავს. 19 აგვისტოს, თბილისის დროით, 20:30-ზე, „ფროზინონე“ მოქმედ ჩემპიონს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ იტალიურ კლუბში, ქართველ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ. „ფროზინონეს“ პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ და ტექნიკურმა დირექტორმა, გვიდო ანგელოძიმ იტალიურ გამოცემებთან საუბრისას განაცხადეს, რომ კვერნაძის სჯერათ და მას სრულ ნდობას უცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ
გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ