ფრანკ კესი
Aa
Aa

GDS: იუვენტუსმა კესის შეძენა გადაწყვიტა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ ფრანკ კესის შეძენა გადაწყვიტა.

ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ ტურინელები ნახევარდაცვის გაძლიერებას სწორედ კესის შეძენით ცდილობდნენ, ამჯერად კი „ბებერმა ქალბატონმა“ ტრანსფერის განხორციელება საბოლოოდ გადაწყვიტა.

„ბარსელონა“ მზადაა შეთავაზებები მოისმინოს. კატალონიელებს ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდებათ, რათა ახალი მოთამაშეები შეიძინონ და დაარეგისტრირონ.

წყაროს თანახმად, „ბლაუგრანა“ კესის სანაცვლოდ სულ მცირე 15 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვენტუსს“ ამ თანხის სრულად გადახდა პირდაპირ არ სურს. მათ იმედი აქვთ, რომ კატალონიელებთან თანხის რამდენიმე ნაწილად გადახდაზე შეთანხმებას მიაღწევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელის იჯარით აყვანაზე დაიწყებენ მუშაობას, რაც „ბარსას“ გეგმებში არ შედის.

არის მესამე ვარიანტიც, „იუვენტუსი“ ბარტერს შესთავაზებს - კიეზა კესის სანაცვლოდ. ამ საკითხზე ჯერჯერობით „ბარსას“ პასუხი უცნობია. ჩავის ბერნარდუ სილვას გაფორმება სურს და კიეზას მიმართ ინტერესი აქამდე არ ჰქონია.

ამ მომენტისთვის „ბარსელონასთვის“ პრიორიტეტული ფეხბურთელების გაყიდვა და თანხის აღებაა. კლუბს ლა ლიგაში ამჟამად მხოლოდ 13 ფეხბურთელი ჰყავს დარეგისტრირებული, რაც პრობლემაა, რომელსაც მოთამაშეთა გასხვისება და ხელფასების შემცირება მოაგვარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თამაშის ტემპს აკონტროლებს და პრესინგისთვის მზადაა“ | გაგნიძე Sports.ru-ს რჩეულთა შორის
„თამაშის ტემპს აკონტროლებს და პრესინგისთვის მზადაა“ | გაგნიძე Sports.ru-ს რჩეულთა შორის