გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

„კრეატიული ფეხბურთელია, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი“ - რას წერენ ინგლისში ჩაკვეზე

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უოტფორდში“ გააგრძელებს. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „ჩაკვე“ „კრაზანებს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და ინგლისური კლუბი მას ოფიციალურად უახლოეს საათებში წარადგენს.

ჩაკვეტაძის „უოტფორდში“ გადასვლა ბრიტანულ პრესაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. რამდენიმე წუთის წინ, Football League World-მა სტატია გამოაქვეყნა და საკუთარ მკითხველს „ჩაკვეს“ საფეხბურთო პროფილი ახლოდან გააცნო.

„გიორგი ჩაკვეტაძე კრეატიული ფეხბურთელია და შეუძლია, როგორც ათიანზე, ისე გარემარბის პოზიციაზე ითამაშოს, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთში ბევრი რამ ექნება დასამტკიცებელი. 5 წლის წინ, გენტში ყოფნისას, ჰგავდა ფეხბურთელს, რომელიც ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მუხლის ტრავმებმა მისი პროგრესი შეანელა და აიძულა, გასული წელი დაბალი დონის ჩემპიონატში გაეტარებინა.

სლოვანში მიღებულმა გამოცდილებამ მას რაღაც შესძინა. მართალია, სლოვაკური კლუბის მაისურით მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ 9 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც ამტკიცებს, რომ გადამწყვეტი პასის ან ჩაწოდების გაკეთებისთვის საჭირო მოედნის ხედვა აქვს და ესაა, რითაც შეიძლება, უოტფორდის შეტევამ სარგებელი ნახოს. თუ ჩაკვეტაძის გამოსყიდვა მოკრძალებულ თანხად იქნება შესაძლებელი, უოტფორდს შეეძლება, მშვენიერი გარიგება დახუროს, გადაწყვეტილების მიღებამდე კი ერთი სეზონი აქვს, რათა ქართველ ფეხბურთელს კარგად დააკვირდეს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი 2024 წლის ივნისამდე „გენტის“ საკუთრებაა და გასული სეზონი იჯარით „სლოვანში“ გაატარა. საერთო ჯამში, „ჩაკვემ“ ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, 47 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტოს, Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს ყველა ფეხბურთელს შევაქებ“ - სტივ კინი გამარჯვების შემდეგ
„ჩემს ყველა ფეხბურთელს შევაქებ“ - სტივ კინი გამარჯვების შემდეგ