კილიან მბაპე, ემანუელ მაკრონი
Aa
Aa

მაკრონი მბაპეს კვლავ არწმუნებს, რომ პსჟ-ში დარჩეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კილიან მბაპეს, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ესპანური El Debate-ის თანახმად, მაკრონს სურს, რომ მბაპე მინიმუმ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადამდე პსჟ-ში დარჩეს.

პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მბაპეს კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. გამოსასყიდი კი 200 მილიონი ევრო იქნება.

თავად მბაპეს კლუბის შეცვლა სურს, თუმცა თუ დარჩა, ასეთ შემთხვევაში 2024 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა სურს, რაც პარიზელთა გეგმებში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა მბაპეს „რეალში“ გადასვლა 2022 წელსაც გადააფიქრებინა. კილიანის გადარწმუნებას ბევრი ადამიანი ცდილობდა და მათ შორის ყველაზე მეტად სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალანდაძე ტრაბზონში? - ბიელიცას ქართველი მცველი მოსწონს
კალანდაძე ტრაბზონში? - ბიელიცას ქართველი მცველი მოსწონს