სეოკ
Aa
Aa

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის, კულტურის, სპორტის
და ახალგაზრდობის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტის გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება გახსნა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა წარუდგინა სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვენიის ქალაქი მარიბორი 23-29 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოდან კი სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზებს 31 სპორტსმენი.
სპორტსმენებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ, სეოკ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დავით გობეჯიშვილმა.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის სახელით ფიცი დადო კალათბურთელმა ნიკოლოზ გურგენიძემ.
სპორტსმენთა სახელით სიტყვით გამოვიდა ჩოგბურთელი ელენე ხუბუა.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან: ტანმოვარჯიშე თინათინ ტყემალაძე და ძიუდოისტი საბა გველესიანი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ზაფხულის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (მარიბორი, სლოვენია 23 -29 ივლისი, 2023 წელი)
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა
ოლიმპიური სოფელი
ცურვა
1. ანა ნიჟარაძე
2. სანდრო ქვილორია
3. ზურაბ კობახიძე - მწვრთნელი
ველოსპორტი (საგზატკეცილო)
1. რუსლან ბაბილოძე
2. გიორგი გაბრიჭიძე
3. არჩილ უნდილაშვილი
4. გიორგი დემურაძე - მწვრთნელი
5. ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი
ველოსპორტი (სამთო)
1. გიორგი სულხანიშვილი
2. ომარ ფხაკაძე - მწვრთნელი
ჩოგბურთი
1. ელენე ხუბუა
2. ნიტა სხილაძე
3. გიორგი ღვარძელაშვილი
4. კონსტანტინე შარვაშიძე
5. გაგა დოლიძე - მწვრთნელი
სკეითბორდი
1. პეტრე ბუნტური
2. ვლადიმერ ბოჟაძე - მწვრთნელი
მძლეოსნობა
1. ვაჟა მარტყოფლიშვილი - ბადროს ტყორცნა
2. ნოდარ კახელიშვილი - უროს ტყორცნა
3. ლერი ჩიტაიშვილი - მწვრთნელი
სპორტული ტანვარჯიში
1. დაჩი დოლიძე
2. თინათინ ტყემალაძე
3. თეიმურაზ ქოიავა - მწვრთნელი
4. ილია ვაშაკიძე - მწვრთნელი
ძიუდო
1. შოთა ბაჩოშვილი - 50კგ
2. მერაბი სამადაშვილი - 55კგ
3. თორნიკე გიგაური - 60კგ
4. მათე გველესიანი - 66კგ
5. ირაკლი ქავთარაშვილი - 73კგ
6. გიორგი ბენდელიანი - 81კგ
7. საბა გველესაინი - 90კგ
8. შოთიკო გოჩიაშვილი - +90კგ
9. თამარ გიგოლაევი - 48კგ
10. ნონა დოლიაშვილი - 63კგ
11. ლიზი ქვარცხავა - 70 კგ
12. ნინო პაპიძე - +70კგ
13. გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
14. ალექსი ღვინიაშვილი - მწვრთნელი
15. გიორგი გვიჩიანი - მწვრთნელი
კალათბურთი 3 X 3
1. ნიკოლოზ გურგენიძე
2. ირაკლი ახალაია
3. ანდრია მნდინარაძე
4. ნიკოლოზ კვანტალაინი
5. გრიგოლ გურგენიძე - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
1. გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
2. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
3. თეონა ომანაძე - პრესატაშე
4. ლაშა მამრიკიშვილი - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
2. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი
3. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენ. მდივანი
4. რევაზ რობაქიძე - სეოკ-ის აღმასკომის წევრი
5. ჯონი ცივაძე - სეოკ-ის აჭარის რეგიონალური
ორგანიზაცცის ხელმძღვანელი
6. ალექსანდრე კოპალიანი - საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები სლოვენიის ქალაქ მარიბორში 22 ივლისს გაემგზავრებიან.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

ცხელი ამბები