ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

გააშიშვლეს და დააბეს - დონარუმას ოჯახში მძარცველები შეიჭრნენ

პსჟ-სა და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. მათ სახლში ძარცვა მოხდა.

ACTU17-ი წერს, რომ დონარუმას სახლში ქურდები შეიჭრნენ რა დროსაც ფეხბურთელი და მისი ოჯახიც იქ იმყოფებოდა. მძარცველებმა ყველა მათგანი დააბეს და სახლიდან თანხა და ძვირფასეულობა გაიტანეს. ზარალი დაახლოებით 500 000 ევროს ღირებულებისაა.

ACTU17-ის ცნობით, 24 წლის დონარუმას ოჯახში შეჭრილმა მძარცველებმა ყველა მათგანი გააშიშვლა და ისე დააბეს. ძარცვის შემდეგ, დონარუმამ და მისმა მეუღლემ სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროში გადასვლა მოახერხეს, საიდანაც პოლიცია გამოიძახეს.

შოკში მყოფი ოჯახი მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ მომენტისთვის დამნაშავეები პარიზის მასშტაბით იძებნებიან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
120-წუთიანი ბრძოლა და ტორპედოს გამარჯვება პენალტების სერიაში
120-წუთიანი ბრძოლა და ტორპედოს გამარჯვება პენალტების სერიაში