კალანდაძე ტრაბზონში? - ბიელიცას ქართველი მცველი მოსწონს
„ტრაბზონმა“ 30 წლის ცენტრალურ მცველთან, სურინამელ სტეფანო დენსვილთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
თურქული კლუბი სტენაფანო დენსვილის ალტერნატივად თბილისის დინამოს ცენტრალურ მცველს, სანდრო კალანდაძესა და სამხრეთკორეელ ჯუ-სუნგ კიმს განიხილავს, რომელიც სეულის მოთამაშეა. დენსვილის მსგავსად ორივე ცენტრალური მცველი ცაციაა.
თურქული Bursa Hakimiyet-ის ინფორმაციით, „ტრაბზონის“ მთავარმა მწვრთნელმა ნენად ბიელიცამ ორივე მათგანის თამაში ნახა და მოეწონა. ამ ეტაპზე უცნობია, „ტრაბზონი“ რომელ ფეხბურთელს მიანიჭებენ უპირატესობას. შესაძლოა, ორივე ორივე მცველის ტრანსფერზე იმუშავოს.
გასულ სეზონში „ტრაბზონი“ თურქეთის სუპერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა. ბიელიცა მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.
სანდრო კალანდაძემ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო თანხა 600 000 ევროა.
კალანდაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2020-21 წლების სეზონი უნგრულ „დიოშგიორში“ იჯარით გაატარა, მეტწილად სარეზერვო გუნდში თამაშობდა. 2021 წლის ზაფხულში „დინამოში“ დაბრუნდა და ამ მომენტში გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მოსალოდნელია რომ მიმდინარე ზაფხულში კარიერას უცხოეთში გააგრძელებს.