ქუთაისის ტორპედო, სარაევო, სტივ კინი
Aa
Aa

„ჩემს ყველა ფეხბურთელს შევაქებ“ - სტივ კინი გამარჯვების შემდეგ

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ „სარაევოს“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა, საპასუხო მატჩში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს (1:1), დამატებით დროში გოლი არ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც ქუთათურებმა მოიგეს.

გამარჯვების შემდეგ „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი მედიას ესაუბრა:

„ძალიან რთული მატჩი იყო. ოდნავ იმედგაცრუებული ვარ, რადგან პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა გოლი გავუშვით. საბედნიროდ გათანაბრება მოვახერხეთ. 

ჩემი გუნდის ზოგიერთ მოთამაშეს ასეთი დიდი პუბლიკის წინაშე არ უთამაშია. ამ მატჩისთვის ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოვამზადე, რომ არ ენერვიულათ და ეს მათ თამაშზე არ ასახულიყო.

ჩემი გუნდის თითოეულ მოთამაშეს შევაქებ, მცირე დროში ფიზიკურად შესანიშნავად მოემზადნენ. როცა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ, შედეგის მიღება რეალურია. დღეს ასეც მოხდა, ჩვენ ეს შევძელით“.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოს“ მეტოქე ყაზახური კლუბი „აქტობე“ გახლავთ. პირველი შეხვედრა 27 ივლისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, საპასუხო მატჩს კი 3 აგვისტოს, ყაზახეთში ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები