ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გამოვიდა და ჩაეხუტა“ | უცნობი ამბავი ხვიჩა კვარაცხელიაზე

იტალიური სატელევიზიო არხის, Tele A-ს ერთ-ერთ გადაცემაში, „ნაპოლის“ ქომაგმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა, რომელიც „კვარასა“ და ქართველ ემიგრანტს უკავშირდება.

„კვარაზე საინტერესო ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. ქართველი ქალბატონი, რომელიც აქ მომვლელად მუშაობს, სასტუმროსთან მივიდა, სადაც ნაპოლის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. შუაღამე იყო და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო.

ქართველ ფეხბურთელს საოცარი რეაქცია ჰქონდა. სასტუმროდან გამოვიდა და მისკენ გაიქცა, რათა ჩახუტებოდა. ეს აჩვენებს, ნაპოლის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელებიც კი, როგორი ადამიანები არიან“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი გადაწყვეტილია | მამარდაშვილი ბაიერნში არ გადავა
ყველაფერი გადაწყვეტილია | მამარდაშვილი ბაიერნში არ გადავა