კატასტროფა და ძლიერი დარტყმა | რას წერენ სლოვაკურ პრესაში დილას გამარჯვებაზე
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, გორის „დილა“ „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა. ანდრეი დემჩენკოს ბიჭები სტუმრად 1:2 დამარცხდნენ, საკუთარ კედლებში კი 2:0 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. „დუნაისკა სტრედას“ მარცხს სლოვაკურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და აი, რას წერენ იქაური გამოცემები:
Sport.sk: „დუნაისკა სტრედას კატასტროფა. ვიცე-ჩემპიონი შეტევაში ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ გავარდა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლას პირველ ეტაპზე გამოეთიშა. განმეორებით შეხვედრაში 0:2 წააგეს და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდნენ“.
Parameter.sk: „ეს დუნაისკა სტრედასთვის დიდი კრახია. პირველ ტაიმში დაცვაში იდგნენ, მეორე ნახევარში კი კონტროლს დაეუფლნენ, მაგრამ წონასწორობის აღდგენის ნაცვლად, მატჩის ბოლოსკენ მეორე გოლი მიიღეს. მსაჯის მიერ დამატებულმა დრომ სწრაფად ჩაიარა და დუნაისკა სტრედას მთელი მატჩის განმავლობაში, ფაქტობრივად არაფერი უჩვენებია“.
Sportovy.cas.sk: „დუნაისკა სტრედამ წარუმატებლობა განიცადა და ფავორიტის როლი ვერ შეასრულა“.
Sportnet.sme.sk: „დუნაისკა სტრედამ გაშვებული გოლების შემდეგ, წონასწორობა ვერ აღადგინა და ევროპაში გამოსვლა დაასრულა“.
Zoznam.sk: „ძლიერი დარტყმა სლოვაკეთის ვიცე-ჩემპიონისთვის. დუნაისკა სტრედასთვის ევროპული კარი დაიხურა“.
შეგახსენებთ, რომ „დილა“ მომდევნო ეტაპზე გავიდა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.