კონფერენს ლიგა, დინამო ბათუმი, ტირანა
Aa
Aa

ტირანას მწვრთნელი: „ტაქტიკურად უკეთ მოვემზადეთ და დეტალებზე ორიენტირებულები ვიყავით“

დინამო ბათუმისთვის ევროპული საღამოები დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდმა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, მისთვის ალბანური ტირანას ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა. სტუმრად გამართული მატჩის და ფრის (1-1) შემდეგ, დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე, ანგარიშით - 1-2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2-3).

 

ორგეს შეჰი (ტირანას მთავარი მწვრთნელი):

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რადგან რთული ბარიერი გავიარეთ და ტურნირის შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

პირველი თამაშის შემდეგ ვიცოდით, რომ აღნიშნული მატჩი სტუმრად, ასევე ურთულესი იქნებოდა, თუმცა ტაქტიკურად შესაბამისად მოვემზადეთ, ასევე, დეტალებზე ორიენტირებულები მეტად ვიყავით.  ეს არ ნიშნავს, რომ მზადების პროცესში მეტოქეს პატივს არ ვცემდით, პირიქით, მათ პატივისცემას ვუდასტურებ. მინდა, დინამო ბათუმს წარმატება ვუსურვო.

როგორც სასტარტო, ისე სათადარიგო ფეხბურთელები, წარმატებისთვის ერთად ისწრაფვოდნენ და ეს შედეგი სწორედ ამის დამსახურებაა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, წყვილში გამაჯვებული გუნდის, ტირანას მეტოქე სტამბოლის ბეშიქთაში იქნება, დინამო ბათუმი კი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაზე გადაერთვება, რომელიც 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის გამო, უჩვეულოდ დიდი შესვენების შემდეგ, 5 აგვისტოს დაგვიბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატასტროფა და ძლიერი დარტყმა | რას წერენ სლოვაკურ პრესაში დილას გამარჯვებაზე
კატასტროფა და ძლიერი დარტყმა | რას წერენ სლოვაკურ პრესაში დილას გამარჯვებაზე