ყველაფერი გადაწყვეტილია | მამარდაშვილი ბაიერნში არ გადავა
„ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერი გამოირიცხა. ბოლო დღეებში, „ღამურების“ ახალგაზრდა ფეხბურთელს „რეკორდმაისტერს“ აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველ გოლკიპერს „ალიანც არენაზე“ ვერ ვიხილავთ.
ცნობილი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ „მამარდა“ მიუნხენურ გრანდს არ შეუერთდება. მხარეებს შორის საუბარი ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში არასდროს შესულა, როგორც ამას რამდენიმე გამოცემა იუწყებოდა.
❗️News #Mamardashvili: He definitely WON‘T join FC Bayern! It’s decided ✅
— Florian Plettenberg (@Plettigoal) July 20, 2023
➡️ There were talks, yes. But it was never advanced as always reported.
ℹ️ Still NO ???? light for Yann Sommer from Bayern! He’s not allowed to join @Inter at this stage. Bayern is in control as there’s… pic.twitter.com/CAqFdcwH0y
ამასთან, „ბაიერნს“ იან ზომერისთვის მწვანე არ აუნთია, რომ „ინტერში“ გადავიდეს. ამ ეტაპზე, მისთვის კარიერის „ნერაძურიში“ გაგრძელების უფლება არ მიუციათ და არის შანსი, შვეიცარიელი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ წინასასეზონო ტურნეში გაჰყვეს.
ცნობისთვის, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 30 მილიონად შეელიოს.