Calciomercato: შესაძლოა კესი-კიეზას გაცვლა შედგეს
„ბარსელონას“ ნახევარმცველის ფრენკ კესის შეძენის სურვილი მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ტურინის „იუვენტუსს“ აქვთ.
მადრიდელთა შემთხვევაში ჟოაო ჯელიქსის ტრანსფერში ჩართვაზეა საუბარი, დღეს კი Calciomercato-მ დაწერა, რომ ბარტერს „ბებერი ქალბატონიც“ გეგმავს და ფედერიკო კიეზას ჩართვას აპირებს.
წყაროს თანახმად, შესაძლოა „ბარსა“ ამ ვარიანტით დაინტერესდეს, რადგან კატალონიელებს შეტევაში ახალი მოთამაშე სჭირდებათ და კიეზა მათ მრავალფეროვნებას შესძენს.
„იუვენტუსსა“ და „ბარსელონას“ კარგი ურთიერთობა აქვთ და მათთვის არც ბარტერია უცხო. 2020 წელს კლუბებმა არტური და მირალემ პიანიჩი გაცვალეს.
ტურინელები კიეზას გაშვების წინააღმდეგნი არ არიან. იტალიელმა შემტევმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კლუბთან მოლაპარაკებების წამოწყება არ ისურვა.
„ბარსა“ და „იუვე“ ერთმანეთს 3 დღეში, ამერიკაში წინასასეზონო მზადებისას შეხვდებიან. მოსალოდნელია, რომ კესი-კიეზას შესაძლო გაცვლაზე საუბარი სწორედ ამ დღეს შედგეს.