ნაპოლის სახალისო ვიდეო | კვარა ნაყინის რეკლამაში
იტალიის სერია A-ს მოქმედმა ჩემპიონმა, „ნაპოლიმ“ საკუთარ ოფიციალურ ნაყინს, Stecco Napoli-ს ორიგინალური და სახალისო რეკლამა მოუფიქრა. „პარტენოპეიმ“ სოციალურ ქსელებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც განსხვავებული ეროვნების ფეხბურთელები გვეუბნებიან მათ ენაზე ნაყინს რა ჰქვია.
ვიდეოში ჟუან ჟეზუსს, ლეო ოსტიგორს, ჯოვანი სიმეონეს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის ვხედავთ. ჟეზუსმა სიტყვა „ნაყინი“ პორტუგალიურად წარმოთქვა, სიმეონემ - ესპანურად, კვარაცხელიამ - ქართულად, ოსტიგორმა - ნორვეგიულად, რასპადორიმ კი იტალიურად.
Gelato, helado, ნაყინი… ????
— Official SSC Napoli (@sscnapoli) July 20, 2023
Il gelato dei Campioni ???? https://t.co/SSZEI1Canm pic.twitter.com/rJEAIs2BHt
ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი წლებია, ნაყინის მწარმოებელი კომპანიის, Steccolecco-ს ერთ-ერთი ინვესტორია. მას შემდეგ, რაც „პარტენოპეიმ“ „სკუდეტო“ მოიგო, აღნიშნულმა კომპანიამ სპეციალური ნაყინი გამოუშვა, რომლის ჯოხზეც „ნაპოლის“ ფეხბურთელთა გვარებია დაწერილი.