„ალისკეროვთან ბრძოლა?“ - დოლიძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ იკრამ ალისკეროვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. დოლიძე Metaratings.ru-ს ესაუბრა, სადაც განაცხადა, რომ UFC-ის მისთვის არაფერი შეუთავაზებია.
რას ამბობს ქართველი მებრძოლი:
იკრამთან ბრძოლის თაობაზე UFC-ის არაფერი შემოუთავაზებია. ასე რომ, ჩვენი ბრძოლის შესახებ გავრცელელბული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, რომან დოლიძეს იკრამ ალისკეროვის წინააღმდეგ პაულო კოსტა უნდა ჩაენაცვლებინა და რუს მებრძოლთან 29 ივლისს უნდა ებრძოლა, ამის შესახებ ალისკეროვიც ამბობდა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მებრძოლებს შორის ბრძოლის თარიღი რამდენიმე კვირით გადაიწევდა. ცოტა ხნის წინ კი დოლიძემ ამ ბრძოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საერთოდ უარჰყო.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რომან დოლიძემ მიმდინარე წლის 18 მარტს, მარვინ ვეტორისთან იჩხუბა და მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 12 მოგება და 2 მარცხია.