გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: სლოვანმა ჰესპერენჯი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანმა“ ლუქსემბურგის „ჰესპერენჯს“ სტუმრად 2:0 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრა ბრატისლავაში ფრედ 1:1 დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი მეორე ტაიმში გაირკვა, როცა ვლადიმირ ვაის უმცროსმა 55-ე და 62-ე წუთებზე ორი პენალტის გატანა მოახერხა.

რაც შეეხებათ ქართველებს, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ მატჩი სასტარტოში დაიწყეს და მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს 1-წლიანი იჯარა დაუსრულდა და „სლოვანი“ დატოვა. „ჩაკვეს“ მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. „მეცში“ მისი ტრანსფერი ამ დრომდე გაყინულია და ფეხბურთელის მომავალი ბუნდოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: „კონტრაქტი 2029 წლამდე - დე ლაურენტისი კვარას „ჩასაკეტად“ ყველაფერს გააკეთებს“
Gazzetta: „კონტრაქტი 2029 წლამდე - დე ლაურენტისი კვარას „ჩასაკეტად“ ყველაფერს გააკეთებს“