ატლეტიკომ და ბარსამ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ჟოაო ფელიქსის განცხადების შემდეგ, სადაც ის „ბარსელონაში“ თამაშის სურვილს საჯაროდ ადასტურებდა, ესპანური პრესა პორტუგალიელის „ბლაუგრანაში“ ტრანსფერის შესახებ აქტიურად წერს.
როგორც ცნობილია „ბარსას“ ფელიქსის იჯარის წესით დამატება და 2024 წელს გამოსყიდვის უფლება სურს. კატალონიელებს საკმარისი თანხა არ აქვთ, რომ ფეხბურთელი პირდაპირ გამოისყიდონ.
„ატლეტიკოს“ ჟოაოს გაყიდვა უფრო მეტად აწყობს, ვიდრე მისი ამჟამად იჯარით გაშვება, თუმცა შესაძლოა მხარეებმა ფეხბურთელების გაცვლის ვარიანტი განიხილონ.
Sport-ის ცნობით, დიეგო სიმეონეს „ბარსელონას“ ორი ფეხბურთელი მოსწონს, საუბარია ფერან ტორესსა და ფრენკ კესიზე.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება და შესაძლოა შეთანხმება ივლისის ბოლომდე შედგეს.