ქუთაისის ტორპედო, სარაევო, სტივ კინი
Aa
Aa

“ვიცი, რომ ჯოჯოხეთური გარემო გველოდება“ - კინი სარაევოსთან მატჩის წინ

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა კინმა?

„აქ ყოფნა სასიამოვნოა, ბრწყინვალედ დაგვხვდნენ. რაც შეეხება მატჩს, პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ტაიმი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა. მეორე ნახევრით კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ აქ ჯოჯოხეთური გარემო გველოდება. ვიმედოვნებ, ისე ვითამაშებთ, როგორც ეს წინა მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გავაკეთეთ. დიდი რწმენა გვაქვს. ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება, მაგრამ მჯერა გავიმარჯვებთ.

მოთამაშეებს სულ ვეუბნები, რომ ტრიბუნაზე მყოფი გულშემატკივრების ხმაური უნდა დაივიწყონ. კარგი გუნდი გვყავს, რომელიც უმჯობესდება. „სარაევოს“ ჩვენი თამაში უნდა გაეანალიზებინა და მიმხვდარიყო, თუ როგორი კარგი გუნდია „ტორპედო“. „სარაევო“ ქუთაისში მხოლოდ 30 წუთით იყო უკეთესი. შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ და ვდომინირებდით.

ჩვენი მოწინააღმდეგე ნახევარდაცვაში სოლიდურად თამაშობს, რაც მათ შეტევას უკეთესს ხდის. ვფიქრობ, სწორედ მოედნის ცენტრში უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა და ეს მათ შანსებს შეამცირებს. “

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა 20 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ქარსელაძემ რიუ ავესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად: ქარსელაძემ რიუ ავესთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა