თბილისის დინამო
Aa
Aa

2 გოლი 2-წუთიან მონაკვეთში - დინამო ასტანასთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ ყაზახურ „ასტანას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი მატჩი ყაზახეთში ფრედ 1:1 დასრულდა. თბილისური შეხვედრა გია ჭიაბრიშვილის გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი დამსახურებულადაც მოიგო. ანგარიში 22-ე წუთზე იმრანის გადაცემის შედეგად კამარამ გახსნა.


მეორე ტაიმში ყაზახებმა წუთნახევრიან მონაკვეთში 50-ე და 51-ე წუთებზე 2 გოლის გატანა და დაწინაურება შეძლეს. „დინამოს“ დაცვის ხაზი ორივე გოლისას აშკარად ჩავარდა და უხეში შეცდომა დაუშვა.


ამის შემდეგ „დინამო“ გააქტიურდა და მომენტებიც შექმნა. განსაკუთრებით რეალური მომენტი 79-ე წუთზე იყო, როცა გაბრიელ სიგუამ ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა ვერ შეძლო.

83-ე წუთზე ხვადაგიანის დარტყმული ხარიხას მოხვდა. „დინამოს“ 5-წუთიანი კარგი მონაკვეთი ჰქონდა, სადაც გატანა მართებდათ.


„დინამოს“ დრო ამის შემდეგაც ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთებში შეტევებმა ქაოსური სახე მიიღო და შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ დასრულდა.

„ასტანა“ მომდევნო ეტაპზეა და მისი მეტოქე ზაგრების „დინამო“ იქნება. „დინამო“ კი ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მალტურ „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ უნდა დარჩეს ოსიმენი | ერთ-ერთი მიზეზი კვარას უკავშირდება
რატომ უნდა დარჩეს ოსიმენი | ერთ-ერთი მიზეზი კვარას უკავშირდება