სალომე სვანი
Aa
Aa

სალომე სვანის 37 ქულა - 16 წლამდე ნაკრები მალტასთან დამარცხდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მალტასთან 74:79 წააგო. ქართველებმა მორე პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის (26:16) შემდეგ პოზიციები დათმეს და მესამე პერიოდში აქეთ ჩამორჩნენ 10 ქულით.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალომე სვანის აქტიურობასა და ზუსტ სროლებს საქართველოს ნაკრების კვლავ დაწინაურება (66:65) მოყვა, თუმცა ჭეიშვილის გაწვრთნილ გოგონებს მუხტი და ძალა ბოლომდე არ ეყოთ. მალტელებმა ბოლო წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს, რაც საფინალო სირენამდე წარმატებით შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებში 37 ქულით ბომბარდირი გახდა სალომე სვანი. ანა გელაშვილის ანგარიშზე კი  15 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. სალომეს შემდეგ 7-7 ქულით გვანცა შარიქაძე და ნიცა საბადაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 10 მოხსნაც მოაგროვა, ხოლო საბადაშვილმა თავი 8 მოხსნასაც მოუყარა.

16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთი, დღევანდელი მეტოქე ანდორა და გიბრალტარია. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში, ჯგუფის 2 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ანდორასთან გამართავს.

წყარო - gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა