რაფინია, რიად მაჰრეზი
Aa
Aa

სიტი მაჰრეზის შემცვლელად რაფინიას შეძენას გეგმავს

„მანჩესტერ სიტიმ“ შესაძლოა „ბარსელონას“ ბრაზილიელი გარემარბი რაფინია შეიძინოს.

Footmercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა წერს, რომ „ქალაქელები“ რიად მაჰრეზის „ალ-აჰლიში" გაყიდვის შემდეგ, მის შემცვლელად რაფინიას მოიაზრებენ. ბრაზილიელი ამ პოზიციაზე მათი მთავარი სამიზნეა.

ალჟირელმა „სიტი“ დატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ქალაქელები“ რაფინიას შეძენას აუცილებლად შეეცდებიან.

წყაროს ცნობით, მანჩესტერელთა და კატალონიელთა სპორტულმა დირექტორებმა ჩიკი ბეგირისტაინმა და დეკუმ, რაფინიას ტრანსფერზე უკვე ისაუბრეს.

„ბარსა“ რაფინიას თაობაზე ნებისმიერ შეთავაზებას მოისმენს. კატალონიელებს მინიმუმ 60 მილიონის მიღება სურთ. ეკონომიკურად კი „სიტის“ პრობლემები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ ახალწვეულების დასარეგისტრირებლად და ახალი მოთამაშეების გასაფორმებლად რამდენიმე ამჟამინდელი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნს მანესა და ოსიმენის ბარტერი სურს
ბაიერნს მანესა და ოსიმენის ბარტერი სურს