რომან დოლიძე, იკრამ ალისკეროვი
Aa
Aa

ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, იკრამ ალისკეროვმა განაცხადა, რომ მომდევნო ჩხუბს რომან დოლიძის წინააღმდეგ გამართავს. UFC 291-ზე, რომელსაც თბილისის დროით, 30 ივლისს ვიხილავთ, ალისკეროვს პაულო კოსტასთან ელოდა დაპირისპირება, თუმცა ბრაზილიელი ბრძოლას ხამზატ ჩიმაევთან ჩხუბის გამო ჩაეხსნა.

კოსტას უარის შემდეგ, დაიწერა, რომ UFC 291-ზე, ალისკეროვს რომან დოლიძე შეხვდებოდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „კავკასიელმა“ რუს მებრძოლთან დაპირისპირებაზე უარი განაცხადა, მაგრამ როგორც გაირკვა, დოლიძე და ალისკეროვი მაინც იჩხუბებენ. ოღონდ, ეს UFC 291-ის ფარგლებში არ მოხდება.

„ერთი კვირის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ კოსტა ჩემთან არ იჩხუბებდა. მის შემცვლელად ოქტაგონზე დოლიძე გამოვა. იმედი მქონდა, მე და რომანი UFC 291-ის ფარგლებში ვიჩხუბებდით, მაგრამ უარი გვითხრა. ჩვენი ბრძოლა სხვა ღონისძიებაზე გაიმართება და ახლა ზუსტი თარიღის მოლოდინში ვარ“, - განაცხადა ალისკეროვმა.

ალისკეროვი 30 წლის რუსი მებრძოლია. იგი, როგორც დგომში, ისე პარტერში უაღრესად სახიფათოა და კარიერაში მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ალისკეროვს 15 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა. 5-5-ჯერ ნოკაუტითა და საბმიშენით მოიგო, 4-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ალისკეროვი ბოლოს 2019 წელს დამარცხდა და ხამზატ ჩიმაევთან ნოკაუტით წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლუბზე მაღლა არავინ დგას | ალ-ხელაიფი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს შეხვდა
კლუბზე მაღლა არავინ დგას | ალ-ხელაიფი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელებს შეხვდა