ბაიერნს მანესა და ოსიმენის ბარტერი სურს
მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი 9 ნომრის ძიებაშია. „რეკორდმაისტერი“ ჰარი კეინის შეძენას ცდილობს, თუმცა სათადარიგო გეგმაც აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი ვიქტორ ოსიმენია.
SKY Sports-ის ცნობით, „ბაიერნი“ სადიო მანესა და ოსიმენის გაცვლას ცდილობს.
როგორც ცნობილია, „ნაპოლი“ ოსიმენს 150 მილიონ ევროდ აფასებს. დე ლაურენტისს ვაჭრობისა და მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ 100 მილიონიდან სურს. „ბაიერნი“ გეგმავს, რომ ნეაპოლელებს ფასი ტრასნფერში მანეს ჩართვით შეამცირებინოს.
ჯერჯერობით უცნობია, სენეგალელთან ერთად დამატებით რა თანხას გადაიხდის გერმანული კლუბი. „ნაპოლი“ კი ნიგერიელის გაყიდვას არ გეგმავს. მათთვის ვიქტორის შენარჩუნება პრიორიტეტულია და თუ მაინც გაყიდვა მოუხდათ, ფეხბურთელის ფასი უკვე ყველასათვის ცნობილია.
წყარო წერს, რომ „ბაიერნის“ მცდელობის მიუხედავად, დე ლაურენტისი თანხას პლუს მანეს, ნებისმიერ შემთხვევაში დაბლოკავს და უარს იტყვის.
ნეაპოლელები ოსიმენთან ხელშეკრულების 2027 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობენ, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. კლუბი სიტუაციის განსამუხტად გეგმავს, რომ გარიგებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც ისინი ფორვარდს მომავალში წასვლის სურვილის შემთხვევაში ხელს არ შეუშლიან.