სტოიჩკოვი: “მესის ფული არ აინტერესებს, ფეხბურთი უყვარს“
ლეო მესის „ინტერ მაიამიში“ გადასვლამ გულშემატკივრების აზრი ორად გაყო. ნაწილი თვლის, რომ ეს შეცდომა იყო, ნაწილი კი პირიქით.
ასევე გაჩნდა კრიტიკული აზრი იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც ფულის გამო საუდის არაბეთში გადავიდნენ.
თავისი მოსაზრება კატალონიური გრანდის ყოფილმა ვარსკვლავმა ხრისტო სტოიჩკოვმა დააფიქსირა და მესის მხარი დაუჭირა.
სტოიჩკოვი:
„ნამდვილი ფეხბურთელები ფეხბურთს სიყვარულის გამო თამაშობენ და არა ფულის. ეს მათ სიდიადეზე მიანიშნებს. ჩემთვის არასდროს ჰქონდა მნიშვნელობა ხელფასს ან პრემიას. უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთის თამაში და ხალხის სიყვარული იყო. დარწმუნებული ვარ, მესისთვის ფულს მნიშვნელობა არ აქვს. მას ფეხბურთი უყვარს.“
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ინტერ მაიამიში“ ისტორიის დაწერის შანსი აქვს. დევიდ ბექჰემის გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 29 გოლით გონსალო იგუაინია. თუ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 30-ს გაიტანს, ის „ინტერ მაიამის“ ისტორიაში სამუდამოდ შევა.