შეიძლება სკამზე დატოვონ - პსჟ მბაპეზე ზეწოლის მოხდენას გეგმავს
პსჟ-ს მბაპეზე გავლენის მოხდენა სურს და საამისოდ გეგმაც აქვს.
The Athletic-ის ცნობით, კლუბს არ უნდა, რომ კილიანმა სეზონი კონტრაქტის გახანგრძლივების გარეშე დაიწყოს, რადგან 2024 წლის ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება.
ან ახალი ხელშეკრულება ან ტრანსფერზე დაყენება - ასეთია პსჟ-ს პოზიცია და თუ მბაპე წინააღმდეგი იქნება, პარიზელები გეგმავენ, რომ კილიანი თადარიგში დატოვონ. მოედანზე იქამდე არ გავა, სანამ კლუბის პირობებს არ დათანხმდება.
წყაროს ცნობით, კლუბი ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, რათა ფეხბურთელზე ზეწოლა მოახდინოს.
ფრანგული პრესა წერს, რომ მბაპეს რეალთან შეთანხმება აქვს, რომლის მიხედვითაც ის მადრიდში 2024 წელს სრულიად უფასოდ გადავა.
კლუბში სურთ, რომ კილიანმა კონტრაქტი 2025 წლამდე გააგრძელოს, 2024 წელს კი მის გაყიდვას დათანხმდებიან.