ჩელსის ტოვებს - ობამეიანგი მარსელში ითამაშებს
ლონდონის „ჩელსიდან“ ფეხბურთელების წასვლის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
პიერ ემერიკ ობამეიანგი „მარსელში“ თამაშს დათანხმდა. გაბონელი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ობამეიანგი სულ მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. „ჩელსი“ მას თავისუფალი აგენტის სტატუსით უშვებს და ფინანსურ სარგებელს ვერ ნახავს.
Pierre Aubameyang has agreed to join Olympique Marseille, here we go! ????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 19, 2023
Auba will sign three year deal, as called two days ago — until June 2026.
Chelsea will let him leave for free, told Auba will arrive tonight @ OM camp then undergo medical tests on Thursday.
Done ✔️ pic.twitter.com/XRD0eFvvSp
ცნობისთვის, პიერის „არისტოკრატებში“ გადასვლა მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. ლონდონელებმა ის ვერაფერში გამოიყენეს.
ჯამში, 34 წლის შემტევმა, „არისტოკრატების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 21-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, "ლურჯები" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ედუარდო მენდიმ, მატეო კოვაჩიჩმა, ნგოლო კანტემ, კაი ჰავერცმა, კალიდუ კულიბალიმ, სესარ აზპილიკუეტამ და პულიშიჩმა დატოვეს.