კონფერენს ლიგა, დინამო ბათუმი, ტირანა
Aa
Aa

გია გეგუჩაძე: „მეტოქის ძლიერი მხარეები დავინახეთ, შემადგენლობაზე ჯერ არაფრის თქმა შემიძლია“

20 ივლისს, კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი ბათუმში, დინამო ბათუმსა და ალბანურ ტირანას შორის შედგება.

მატჩის წინ, ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენციები უნდა გამართულიყო, თუმცა მედიის სიმცირის გამო, დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

გუნდის მზადყოფნა ხვალ გამოჩნდება. რთული თამაში იქნება, რადგან პირველი შეხვედრიდან გამომდინარე მეტოქის ძლიერი მხარეები დავინახეთ. 

შემადგენლობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთში გამართულ მატჩს დინამო ბათუმი მატჩის ბოლო წუთამდე იგებდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეტოქემ წონასწორობის აღდგენა შეძლო (1-1) და შესაბამისად, ყველაფერი უკვე ბათუმში დაგეგმილ მატჩში გადაწყდება.

აქვე, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წყვილში გამარჯვებული, ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტამბოლის ბეშიქთაშს შეხვდება.

ბილეთები / არბიტრები / მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი

აღნიშნული შეხვედრა სრულიად იტალიელი არბიტრების განკარგულებაში იქნება. დინამო ბათუმისა და ტირანას მატჩს იტალიის სერია ა-ს მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი არბიტრი, ფაბიო მარესკა განსჯის, რომელმაც გასულ წელს, Huvepharma Arena-ზე ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩში იმსაჯა. მას ასისტენტობას ჯორჯ პერეტი და დარიო გარზეული გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი მეთიუ მარკეტი შეითავსებს.

დინამო ბათუმისა და ტირანას დაპირისპირება 20 ივლისს, 21:00 საათიდან შედგება. CrystalSport-ისთვის არსებული ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები 17 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ საღამოზე ანშლაგია მოსალოდნელი.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი აჭარის ტელევიზიაზეა დაგეგმილი. შეხვედრას CrystalSport-ის გუნდის წევრები: ირაკლი ფოფხაძე და ნოდარ სიმსივე გაუძღვებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა
ალისკეროვი და დოლიძე მაინც იჩხუბებენ | ეს რუსმა მებრძოლმა დაადასტურა