ბენჟამინ მენდი ფეხბურთს უბრუნდება | საფრანგეთში ითამაშებს
ბენჟამინ მენდი ფეხბურთს დაუბრუნდა. „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მცველი, რომელიც ივნისში თავისუფალი აგენტი გახდა, ლიგა 1-ში ითამაშებს. მენდი „ლორიენის“ ღირსებას დაიცავს და ფრანგულმა კლუბმა მისი გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.
„ლორიენი მოხარულია, ბენჟამინ მენდისთან 2 სეზონზე გათვლილი ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გამოაცხადოს. დამაკმაყოფილებელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონი და სიტისა და მონაკოს ყოფილი ფეხბურთელი ჩვენს რიგებს გააძლიერებს“, - ნათქვამია ფრანგული კლუბის განცხადებაში.
Benjamin Mendy signe deux ans au FC Lorient.
— FC LORIENT ???? (@FCLorient) July 19, 2023
Le communiqué ➡️ https://t.co/upslF01fWp pic.twitter.com/KzuQSLVD4f
შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში, მენდის გაუპატიურების 6 ფაქტსა და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტს ედავებოდნენ. 13 იანვარს, ნაფიც მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის თითო-თითო ფაქტზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. აღნიშნულ 2 საქმეზე ახალი პროცესი დაიწყო და ფრანგი დარჩენილ ორ ბრალდებაშიც უდანაშაულოდ ცნეს.
„სიტიმ“ მენდი ივნისის ბოლოს გაუშვა, როცა ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. „ქალაქელებს“ იგი 2017 წელს შეუერთდა და მის სანაცვლოდ 52 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.