ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

Gazzetta: „კონტრაქტი 2029 წლამდე - დე ლაურენტისი კვარას „ჩასაკეტად“ ყველაფერს გააკეთებს“

აურელიო დე ლაურენტისი მიმდინარე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს და ქართველ ფეხბურთელს ხანგრძლივ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

იტალიური la Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი ხვიჩას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელშიც გამოსასყიდი თანხაც საგრძნობლად იქნება გაზრდილი.

რას წერს Gazzetta:

თავის დროზე, „ნაპოლიმ“ ფეხბურთელში 11 მილიონამდე ევრო გადაიხადა, დღეს კი მისი ღირებულება 100 მილიონ ევროს აღწევს. მისი ფასის ზრდა მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, ეს მისმა ბრწყინვალე თამაშმა განაპირობა. ინგლისიდან წამოსული საფრთხეების გამო, დე ლაურენტისი ცდილობს გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს და კლუბში დიდი ხნით ჩაკეტოს. იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაგრძელების პირობებიც არსებობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კვარაცხელია ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წლით დარჩება. ახლა, დე ლაურენტისი და მისი გარემოცვა კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობენ, დამატებით ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობით, ანაზღაურება კი 1.2 მილიონი ევროდან, 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. მოკლედ, დე ლაურენტისს სურს რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს თავისი ძვირფასეულობა და ის კონკურენტებისთვის მაქსიმალურად მიუწვდომელი გახადოს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 კვირის განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად წერს, რომ „ნიუკასლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვით არის დაინტერესებული და „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელებმა „ნაპოლის“ 100 მილიონი ევროც შესთავაზეს.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი შვებულების შემდეგ „ნაპოლის“ გუშინ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის დაიწყო მომზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი მზადაა დარჩეს | ნიგერიელის მოთხოვნები კონტრაქტის გახანგრძლივებამდე
ოსიმენი მზადაა დარჩეს | ნიგერიელის მოთხოვნები კონტრაქტის გახანგრძლივებამდე