ინტერ მაიამი
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - ჟორდი ალბა ინტერ მაიამიში ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, დევიდ ბექჰემს „ინტერ მაიამიში“ მესისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა სურს.

ამის გამო ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდში სერხიო ბუსკეტსი მიიყვანა. ბოლო დღეებში, აქტიურად იწერებოდა, რომ ჟორდი ალბა დევიდის გუნდის მაისურს მოირგებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ალბა „ინტერ მაიამის“ შეუთანხმდა. ჟორდი მესის და ბუსკეტსის შემდეგ იქნება „ბარსელონას“ მესამე ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც MLS-ში ითამაშებს. ჯერჯერობით ვეტერან ესპანელს კონტრაქტზე ხელი არ მოუწერია, თუმცა ეს დროის საკითხია.

ცნობისთვის, TycSport-ის ჟურნალისტის გასტონ ედულის თქმით, დევიდ ბექჰემი ლუის სუარესის გადაბირებასაც გეგმავს და მოლაპარაკება ყოველდღიურად პროგრესირებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამხანაგური მატჩი - ბაიერნმა როტახ-ეგერნი 27:0 დაამარცხა
ამხანაგური მატჩი - ბაიერნმა როტახ-ეგერნი 27:0 დაამარცხა