ამხანაგური მატჩი - ბაიერნმა როტახ-ეგერნი 27:0 დაამარცხა
საფეხბურთო სეზონი სულ მალე განახლდება. იქამდე კი გუნდები ამხანაგურ მატჩებში იღებენ მონაწილეობას.
საფეხბურთო სამყაროში დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა. მიუნხენის „ბაიერნი“ „როტახ-ეგერნს“ დაუპირისპირდა და 27:0 მოუგო.
„რეკორდმაისტერის“ მხრიდან გოლები მუსიალამ(5), გნაბრიმ(3), ტელმა(5), ზაბიტსერმა(5), უპამეკანომ, დეივისმა, სანემ, გერეირომ, მაზრაუიმ, ლაიმერმა, კომანმა, მანემ და გრავენბერხმა გაიტანეს.
ცნობისთვის, „ბაიერნის“ რიგებში რაფაელ გერეიროს დებიუტი შედგა და სულ მალე „რეკორდმაისტერის“ რიგებში კიმ მინ-ჯეს ვიხილავთ, რომელიც გერმანულ გრანდს დღეს შეუერთდა.
ასევე გეტყვით, ტომას ტუხელის შეგირდები შემდეგ ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართავენ.