თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი
Aa
Aa

ერთ-ერთი ლიდერია და ყოველთვის გვაძლიერებს - ჭიაბრიშვილი მოისწრაფიშვილზე

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „დინამოს“ ფეხბურთელი გიორგი მოისწრაფიშვილიც ესწრებოდა.

გიორგი მოისწრაფიშვილი: „ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ძალები აღვიდგინე, დავისვენე და თამაშისთვის მზად ვარ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს, იქ ვითამაშებ.

გასვლით მატჩში საწყის 15 წუთში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. შემდეგ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ, ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ. 

„ასტანა“ ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ჩვენ ამ ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ქომაგებს სტადიონზე მოსვლისკენ მოვუწოდებ. მოდით სტადიონზე და ერთად დავამარცხოთ ასტანა''.

გიორგი ჭიაბრიშვილს ერთ-ერთი კითხვა გიორგი მოისწრაფიშვილზე დაუსვეს, კითხვა ფეხბურთელის ნაკლებ სათამაშო დროს ეხებოდა. ჭიაბრიშვილის პასუხი ასეთია:

„მოისწრაფიშვილი ყოველთვის გვაძლიერებს, მაგრამ ჟურნალისტებს და ქომაგებს ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე გიჩნდებათ კითხვები, მაგრამ ბევრი რამ კონკრეტულ თამაშზეა დამოკიდებული. მოისწრაფიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ გააჩნია კონკრეტულ თამაშს. რთულია, იმის თქმა რომ სათამაშო დრო არ ეძლევა, გიორგი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კონკრეტულ მატჩთან დაკავშირებით ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი''.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანა“ - თბილისის „დინამოს“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძლიერი მეკარე ნახევარი გუნდია - ჭიაბრიშვილი ლორიას ტრანსფერზე
ძლიერი მეკარე ნახევარი გუნდია - ჭიაბრიშვილი ლორიას ტრანსფერზე