“მადლობა ყველას“ - ვან დერ საარი გონზე მოვიდა
სპორტულ მედიაში შესანიშნავი ამბავი გავრცელდა. ედვინ ვან დერ საარი გონზე მოვიდა და თავს კარგად გრძნობს. მეტიც, ყოფილმა მეკარემ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
ვან დერ საარი:
„პირველ რიგში, გვსურს ასეთი გვერდში დგომისთვის ყველაფერს დიდი მადლობა გადავუხადოთ. მოხარული ვარ გითხრათ, რომ აღარ ვარ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მიუხედავად ამისა, მე ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვრჩები. იმედი მაქვს, შემდეგ კვირაში სახლში წავალ და გამოჯანმრთელებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ.“
First of all, we want to thank everyone for all the great and supportive messages.
— Edwin van der Sar (@vdsar1970) July 18, 2023
I’m happy to share that I’m no longer in the intensive care unit. However, I’m still in hospital. I hope to go home next week and take the next step in my recovery! pic.twitter.com/3LSNC72ki0
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში, ედვინი ხორვატიაში მეუღლესთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა რა დროსაც მას ტვინში სისხლი ჩაექცა.
თავდაპირველად, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ ერთ კვირაში მედიკოსების საოცარი მუშაობის შედეგად, ვან დერ საარის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ შეიცვალა.
დროთა განმავლობაში, ნიდერლანდელის მეუღლე ამბობდა, რომ ედვინის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ სტაბილური. რამდენიმე დღის წინ, ვან დერ საარი ნიდერლანდებში გადაიყვანეს და მისი სიტუაცია კვლავ იდენტური იყო, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.