ლუკა პარკაძე
Aa
Aa

პარკაძე ავსტრიაში? | ბაიერნი მის განათხოვრებას აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე შესაძლოა, ავსტრიაში გადავიდეს. გავლენიანი ავსტრიული გაზეთის, Krone-ს ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ მისი განათხოვრება გადაწყვიტა და ლუკას მსურველიც გამოუჩნდა.

Krone-ს ცნობით, არის შანსი, პარკაძე „ადმირას“ შეუერთდეს, რომელიც ავსტრიის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის. ეს ინფორმაცია ავსტრიელმა ჟურნალისტმა, სტეფან ბლუმენსჩაინმაც დაადასტურა, რომელიც „ადმირას“ შიდა სამზარეულოს ძალიან კარგად იცნობს.

ცნობისთვის, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და გერმანულ გრანდს საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. იწერებოდა, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე, „ბაიერნი“ მის განათხოვრებას აპირებდა და როგორც ჩანს, ერთ-ერთ ვარიანტად ავსტრიულ კლუბს განიხილავს.

„ადმირა“ ავსტრიის 9-გზის ჩემპიონია და ქვეყნის თასი 6-ჯერ აქვს მოგებული. კლუბი ავსტრიის უმაღლესი დივიზიონიდან 2021-22 წლების სეზონში გავარდა და გასული სეზონი ბუნდესლიგა 2-ში, მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ზაფხულს გაყიდვის საკითხი აღარ დგას!“ - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე
„ამ ზაფხულს გაყიდვის საკითხი აღარ დგას!“ - ფრანგული მედია მიქაუტაძეზე