გიორგი მამარდაშვილი, იან ზომერი
Aa
Aa

ბაიერნის გეგმები | ზომერის სატრანსფერო საგა და მამარდაშვილის ორი ალტერნატივა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარის, იან ზომერის საკუთარ რიგებში ხილვა „ინტერს“ სურს. „ნერაძური“ ანდრე ონანას „მანჩესტერ იუნაიტედში“ უშვებს და მისი შემცვლელის გადაბირებაზეა ორიენტირებული. „შავ-ლურჯები“ „რეკორდმაისტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და იმედი აქვთ, გარიგებას მალე დახურავენ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ზომერი „ინტერში“ გადასვლაზე თანახმაა და ტრანსფერის იდეა ძალიან მოსწონს. გერმანელებმა „ნერაძურის“ შეატყობინეს, რომ ზომერს იმ შემთხვევაში შეელევიან თუ „ინტერი“ მის გამოსასყიდ თანხას, 6 მილიონ ევროს გადაიხდის, მილანური გრანდის ხელმძღვანელებს კი იმედი აქვთ, რომ „ბაიერნს“ დათმობებზე დაიყოლიებენ და შვეიცარიელი შედარებით იაფი დაუჯდებათ.

როგორც მოგეხსენებათ, იან ზომერის მომავალი უშუალო კავშირშია „ვალენსიას“ ქართველ მეკარესთან, გიორგი მამარდაშვილთან. გერმანულ პრესაში წერდნენ, რომ „რეკორდმაისტერი“ „მამარდათი“ სერიოზულად იყო დაინტერესებული და ზომერის წასვლის შემთხვევაში, გაიფორმებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. „ბაიერნი“ გიორგის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდას არ გეგმავს და ორი, შედარებით იაფი, ალტერნატივა აქვს. ფლორიან პლეტენბერგის მიხედვით, მიუნხენელები მანუელ ნოიერის ძვირადღირებული შემცვლელის შეძენას არ აპირებენ და ტომას სტრაკოშასა და დომინიკ კოტარსკის აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 30 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მომიყვანეთ მერაბი! თუ არა და კარიერას დავასრულებ“ - ჰენრი სეხუდო
„მომიყვანეთ მერაბი! თუ არა და კარიერას დავასრულებ“ - ჰენრი სეხუდო