რომან დოლიძე, პაულო კოსტა, იკრამ ალისკეროვი
Aa
Aa

პაულო კოსტას ჩაანაცვლებს | რომან დოლიძე ოქტაგონზე ბრუნდება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე შესაძლოა, ოქტაგონზე ივლისის ბოლოს დაბრუნდეს. რუსული პრესის, Sportskeeda-სა და MMA-ის ცნობილი გვერდის, Weasle-ის ინფორმაციით, „კავკასიელი“ UFC 291-ზე იჩხუბებს და მისი მეტოქე იკრამ ალისკეროვი იქნება.

ალისკეროვს პაულო კოსტას წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრაზილიელ მებრძოლს ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. რუსული პრესა იკრამის გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, რომ კოსტას ჩანაცვლებას დოლიძე გეგმავს, რაც Weasle-მაც დაადასტურა.

ალისკეროვი 30 წლის რუსი მებრძოლია. იგი, როგორც დგომში, ისე პარტერში უაღრესად სახიფათოა და კარიერაში მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ალისკეროვს 15 ბრძოლა გაუმართავს და მის ანგარიშზე 14 გამარჯვებაა. 5-5-ჯერ ნოკაუტითა და საბმიშენით მოიგო, 4-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა. ალისკეროვი ბოლოს 2019 წელს დამარცხდა და ხამზატ ჩიმაევთან ნოკაუტით წააგო.

რუსი მებრძოლი UFC-ში მეორედ იჩხუბებს. სადებიუტო დაპირისპირება 2023 წლის მაისში გამართა და ფილ ჰოუსი, რომელსაც დოლიძემ ნოკაუტით სძლია, პირველ რაუნდში დააფინიშა. UFC-ის დოლიძისა და ალისკეროვის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია და გეტყვით იმასაც, რომ UFC 291 თბილისის დროით, 30 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიელი ჟურნალისტი: „კვარაზე მიჯაჭვული ვარ, ასე არასდროს ვყოფილვარ“
იტალიელი ჟურნალისტი: „კვარაზე მიჯაჭვული ვარ, ასე არასდროს ვყოფილვარ“