პრობლემა მოგვარდა? - მბაპემ გუნდთან ერთად ივარჯიშა
„პარი სენ ჟერმენის“ „ინსტაგრამ“ გვერდზე დადებულ ვიდეოს სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს გამართულ ვარჯიშზე კილიან მბაპე მივიდა. ფრანგი სუპერვარსკვლავის გამოჩენას ბევრი არ ელოდა, რადგან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონს საკუთარ გუნდთან პრობლემები აქვს.
View this post on Instagram
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ კილიანი თავის თანაგუნდელებს საკმაოდ თბილად ესალმება და კომუნიკაციის მხრივ პრობლემები არ არსებობს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ფრანგ შემტევს საკუთარი თანაგუნდელები France Football-თან მიცემული ინტერვიუს გამო გაუბრაზდნენ, რომელშიც კილიანი ამბობდა, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ძლიერი გუნდი არ არის.
ასევე შეგახსენებთ, მბაპემ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ნასერ ალ-ხელაიფი ამის წინააღმდეგია. მისი თქმით, კილიანი კლუბიდან უფასოდ ვერ წავა.
Le Parisien-მა ისიც დაწერა, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობა 24 წლის თავდამსხმელის მთელი სეზონით სათადარიგოთა სკამზე დატოვებას აპირებდა. ცნობისთვის, მბაპეს მთავარი მსურველი კვლავ მადრიდის „რეალია“.