გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

„ერთი სული მაქვს, როდის ვიჩხუბებ“ | ჭიკაძე ნებისმიერი მეტოქისთვის მზადაა

UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე Mma Junkie-ის ესაუბრა. „ნინძამ“ განაცხადა, რომ თითქმის 18-თვიანი ლოდინით იმედგაცრუებულია და ერთი სული აქვს, ოქტაგონზე როდის დაბრუნდება.

„ჩაშლილი ბრძოლები? ჯერ სოდიქ იუსუფთან უნდა მეჩხუბა, შემდეგ კორეელ ზომბისთან, შემდეგ 2-ჯერ ისევ სოდიქი იყო, შემდეგ ბრაიან ორტეგა, ახლა კი აქ ვართ. 1.5 წელია, ბრძოლის მიღებას ვცდილობ და ცოტათი იმედგამაცრუებელია, არაფერი რომ არ გამოდის. 1 წელი და 3 თვეა, ჩხუბისთვის ვვარჯიშობ და ისე გამოდის, რომ ბრძოლისთვის 15-თვიან მოსამზადებელ კემპს გავდივარ. ამხელა პაუზის განმავლობაში, ზოგიერთი მებრძოლი ტრავმას იღებს, მაგრამ ბოლომდე ჯანმრთელი ვარ და ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის დავბრუნდები.

რატომ არ ხერხდება ბრძოლის ჩანიშვნა? რამდენიმე მებრძოლმა ჩემთან ჩხუბზე უარი თქვა, მათ კი, ვისთანაც უნდა მეჩხუბა, ტრავმები მიიღეს. სოდიქმა ტრავმა მიიღო, კორეელმა ზომბი ტრავმა მიიღო, ორტეგასაც ტრავმა ჰქონდა და არ ვიცი, რა მოხდება.

დამეხმარა თუ არა ამხელა პაუზა? კი, ჭიდაობა და გრეპლინგი გავაუმჯობესე, ძველი ტრავმები, რომლებიც ყოველთვის მქონდა და არ ვასაჯაროებდი, ბოლომდე მოვიშუშე. ბოლო ორი ბრძოლა მოტეხილი ხელით ჩავატარე და ესაა ასპექტი, რომელსაც აუცილებლად შევცვლიდი. მირჩევნია ოპერაცია გავიკეთო და დრო გამიცდეს, ვიდრე წავაგო და ვიფიქრო, რა მოხდებოდა ნატკენი ხელით რომ არ მეჩხუბა“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძე ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატარს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. MMA-ში, ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 17 ბრძოლიდან 14 მოგება და 3 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი რუსეთიდან | ჩაკვეტაძის მსურველთა სია გაიზარდა
ინტერესი რუსეთიდან | ჩაკვეტაძის მსურველთა სია გაიზარდა