ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა და ნიუკასლი | ბრიტანელი ჟურნალისტი კაჭკაჭების სატრანსფერო გეგმებზე

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება „ნიუკასლს“ სურს. რამდენიმე დღის წინ, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ „კაჭკაჭებმა“ „პარტენოპეის“ წინადადებით მიმართეს და მზად არიან, „კვარას“ სანაცვლოდ 95 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი, პიტ ორურკი გამოეხმაურა, რომელიც Football Insider-ისთვის, სატრანსფერო სიახლეებზე მუშაობს. მან დაადასტურა, რომ ქართველი გარემარბი „ნიუკასლის“ რადარზე იმყოფება, მაგრამ დასძინა, რომ „კაჭკაჭებს“ მისი გაფორმება ძალიან გაუჭირდებათ.

„კვარაცხელია ნიუკასლის ინტერესის სფეროშია და გასულ სეზონში, კლუბის წარმომადგენლებმა მისი თამაში საკუთარი თვალით რამდენჯერმე იხილეს, მაგრამ სანდო წყარომ განგვიცხადა, რომ კლუბს გაუჭირდება სათანადო ფინანსურ პოზიციაში აღმოჩნდეს და ნაპოლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, ვითარება შეიცვლება, თუ ნიუკასლმა დიდი თანხის სანაცვლოდ, ტოპ ვარსკვლავი გაუშვა“, - აცხადებს ბრიტანელი ჟურნალისტი.

The Times-ის ინფორმაციით, „სენტ ჯეიმს პარკის“ დატოვების მთავარი კანდიდატი ალან სენ-მაქსიმენია. ფრანგ გარემარბს „ალ აჰლის“ უკავშირებენ და შესაძლოა, მისი გასხვისების სანაცვლოდ მიღებული თანხა „კვარას“ ტრანსფერისთვის იქნას გამოყენებული. თუმცა, Talksport-ი აცხადებს, რომ სან-მაქსიმენის წასვლის შემთხვევაში, „ნიუკასლი“ ჰარვი ბარნსის შეძენას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი რუსეთიდან | ჩაკვეტაძის მსურველთა სია გაიზარდა
ინტერესი რუსეთიდან | ჩაკვეტაძის მსურველთა სია გაიზარდა