ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

რომელმა კლუბმა მოითხოვა ინფორმაცია? - GOAL-მა ძაკარდოს ხვიჩაზე ჰკითხა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა კრისტიან ძაკარდომ ქართველის შესახებ იტალიურ GOAL-თან ისაუბრა. მან კვარაცხელიათი დაინტერესებული კლუბების შესახებ საუბარი არ ისურვა და ხაზი ქართველი ფეხბურთელის წარმატებულ სეზონს გაუსვა.

„ტრანსფერის განხორციელებამდე „ნაპოლის“ მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ მივაწოდე, შემდეგ მისმა გარემოცვამ და „ნაპოლიმ“ ტრანსფერის დახურვაში კარგად იმუშავეს.

ამ ზაფხულს რომელიმე კლუბმა მოითხოვა თუ არა კვარაცხელიაზე ინფორმაცია? არ მომწონს ასეთ რაღაცებზე საუბარი, მოდი ვნახოთ... ბედნიერი ვარ, მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, „ნაპოლიმ“ დამსახურებულად გაიმარჯვა. შემდეგ ვნახავთ“.

View this post on Instagram

A post shared by GOAL Italia (@goalitaly)

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ნიუკასლის“ ინტერესზე იტალიური მედია აქტიურად წერს. ამ თემას ბრიტანული SPORTbible-იც შეეხო.

„იტალიური გამოცემის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნიუკასლმა“ კვარაცხელიასთვის 82 მილიონი ფუნტის სახით „ნაპოლის“ გადაწყვეტილების შესამოწმებლად გამხსნელი შეთავაზება წარადგინა. 22 წლის კვარაცხელია უკვე „ნაპოლისთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. თუ, შეთავაზება დაიბლოკება, „ნიუკასლი“ მზადაა ის 85 მილიონ ფუნტამდე გაზარდოს. კვარაცხელიას თამაშმა უამრავი ევროპული ტოპ კლუბის ყურადღება მიიპყრო და თუ „ნიუკასლი“ მის გაფორმებას შეძლებს, ეს კლუბის მიზნებისა და განზრახვების მთავარი ნიშანი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები