იუვენტუსი, ინტერი, ხუან კუადრადო
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა - კუადრადო ინტერში ითამაშებს

ხუან კუადრადოს ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა. კოლუმბიელ ფეხბურთელს იმედი ჰქონდა, რომ მისი ხელშეკრულება გახანგრძლივდებოდა, თუმცა „ბიანკონერიმ“ ვეტერანი ფეხბურთელის შენარჩუნება არ ისურვა.

აქედან გამომდინარე, კუადრადო ახლა თავისუფალი აგენტია და როგორც ჩანს, ახალი გუნდიც იპოვა. გავლენიანი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ 35 წლის გარემარბი მომავალი სეზონიდან „ინტერის“ ღირსებას დაიცავს.

დი მარციოს ცნობით, მხარეებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია. კუადრადო სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და მომავალ კვირაში „ნერაძური“ მას ოფიციალურად წარადგენს. საუბარი 1-წლიან კონტრაქტზეა.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელი შემტევისთვის „ინტერი“ სერია ა-ს მეხუთე გუნდია. აქამდე ის „ლეჩეში“, „უდინეზეში“, „ფიორენტინაში“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ გადმოხვალ, თითებს მოგაჭრით“ | ულტრასები ვლაჰოვიჩის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან
„თუ გადმოხვალ, თითებს მოგაჭრით“ | ულტრასები ვლაჰოვიჩის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან