დუშან ვლაჰოვიჩი
Aa
Aa

„თუ გადმოხვალ, თითებს მოგაჭრით“ | ულტრასები ვლაჰოვიჩის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. სერბი შემტევისთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტები „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ არიან, მაგრამ ფრანგული კლუბის ულტრასი ქომაგები მის ტრანსფერს ეწინააღმდეგებიან.

პსჟ-ს გულშემატკივრებმა „პარკ დე პრენსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბანერი გამოფინეს და ვლაჰოვიჩს დაემუქრნენ. „პარიზში თუ ჩამოხვალ, სამ თითს მოგაჭრით“, - წერია ბანერზე და როგორც უცხოურ პრესაში წერენ, ყველაფერი კოსოვოსა და ვლაჰოვიჩის აღნიშვნას უკავშირდება.

სერბეთის ნაკრების ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ვლაჰოვიჩი კამერების წინაშე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც კოსოვო სერბეთის ნაწილადაა გამოსახული. ამასთან, დუშანი სერბულ, 3-თითიან მისალმებას იყენებს და „პარი სენ-ჟერმენის“ ულტრასები მას სწორედ ამ სამი თითის მოჭრით დაემუქრნენ.

ცნობისთვის, იუგოსლავიის ომებისას, აღნიშნული მისალმება სერბეთის სიმბოლოდ გამოიყენებოდა და სერბი ჯარისკაცები 3 თითს გამარჯვების ნიშნად წევდნენ. ფრანგი ჟურნალისტების ვარაუდით, პსჟ-ს ულტრასი ქომაგები იმ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომელთა მოსახლეობაც, იუგოსლავიის ომებისას, სერბების მსხვერპლი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სომხეთს მეორე ამხანაგურიც მოუგო
ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სომხეთს მეორე ამხანაგურიც მოუგო