სერხიო ბუსკეტსი, ალვარო არბელოა
Aa
Aa

MLS-ის შეცდომა | ბუსკეტსი არბელოას ფოტოთი წარადგინეს

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, სერხიო ბუსკეტსი კარიერას MLS-ში გააგრძელებს და „ინტერ მაიამის“ რიგებში ითამაშებს. ამერიკულმა კლუბმა ესპანელი ნახევარმცველი ოფიციალურად წარადგინა, MLS-ის „ტვიტერის“ გვერდმა კი სასაცილო შეცდომა დაუშვა.

MLS-მა გულშემატკივრებს ვეტერანი ფეხბურთელის გადასვლა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ამცნო, მაგრამ შეცდომა დაუშვა და ბუსკეტსის ნაცვლად, ალვარო არბელოას ფოტო გამოიყენა. MLS-ის „ტვიტერის“ გვერდმა ფოტო მალევე წაშალა, მაგრამ სოციალური ქსელების მომხმარებლებს შეცდომა არ გამოჰპარვიათ.

MLS-ს საკუთარი შეცდომის აღიარება მოუწია და რამდენიმე წუთის შემდეგ, ახალი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „რატომ ჰგვანან არბელოა და ბუსკეტსი ასე ძალიან ამ ფოტოებში. ადმინს ახალი სათვალე სჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. იგი ლიონელ მესის შეუერთდა და უცხოური პრესის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სადებიუტო შეხვედრას 21 ივლისს, „კრუზ ასულის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე
„ზაფხულის მთავარი ტრანსფერი იქნება“ - SPORTbible კვარასა და ნიუკასლზე