ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„მეგონა ბალახზე პრობლებას ვერ შემიქმნიდი“ - ნოლე და ალკარასი ფინალის შემდეგ

უიმბლდონის ფინალში, 20 წლის კარლოს ალკარასი ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და 5 სეტში - 1:6, 7:6 (8:6), 6:1, 3:6, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე ჩოგბურთელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი:

მინდა კარლოსი და მისი გუნდი შევაქო. მან ტიტულის მოსაპოვებლად სწორი თამაში იპოვა და ძალიან მაღალი ხარისხის დარტყმებს ასრულებდა. გამარჯვება დაიმსახურა, რადგან საოცარი იყო.

მეგონა, რომ მასთან პრობლემები თიხაზე მექნებოდა, მაგრამ ბალახზე ამას არ ველოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა და ამ ზედაპირს საოცრად მოერგო.

ბუნებრივია, ასეთი მატჩების წაგება ყოველთვის სამწუხარო და უსიამოვნოა, მაგრამ როცა ემოციები დაცხრება, ალბათ კმაყოფილი ვიქნები. ხვალ დილით, ამ შედეგით ალბათ ვიამაყებ, რადგან მიჭირს ახლა ამ მარცხის მიღება. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ უფრო სრულყოფილი თამაში უნდა ჩამეტარებინა.

ბოლო წლებში აქ ბევრი დაძაბული და მძიმე მატჩი მოვიგე. მაგალითად, როჯერთან 2019 წელს. შესაძლებელი იყო რამდენიმე მატჩის წაგება, თუმცა მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ.

დღეს, უფრო ძლიერთან დავმარცხდი და უნდა მივულოცო, მე კი გზა უნდა გავაგრძელო და იმედი მაქვს, რომ უფრო გავძლიერდები.

კარლოს ალკარასი:

ნოვაკ, შენ ძალიან შთამაგონე. შენი ყურებით დავიწყე ჩოგბურთის თამაში. როცა დავიბადე, შენ უკვე ტიტულებს იგებდი. ახლა, ალბათ ჩემზე უკეთეს ფორმაში ხარ. თამაშამდე თქვი, რომ 36 წლის ხარ, თუმცა თავს 26 წლის ბიჭივით გრძნობდი. ეს ნამდვილად ასეა.

რაც შეეხება გამარჯვებას, ეს ახდენილი ოცნებაა. რა თქმა უნდა, მოგება მშვენიერია, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც ვიამაყებდი საკუთარი თავით. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია ამ შესანიშნავი ტურნირის ისტორიის დაწერა და ფინალში თამაში სპორტის ლეგენდასთან ერთად.

20 წლის ბიჭისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენელია. არ ველოდი, რომ ასე სწრაფად მოვხვდებოდი მსგავს სიტუაციაში. ძალიან ვამაყობ საკუთარი თავით და უაღრესად ამაყი ვარ.

 

 

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეორედ მოახერხა დიდი სლემის ტიტულის მოგება, პირველად კი ეს გასულ წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე შეძლო. 

საგულისხმოა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 27-მატჩიანი დიდი სლემების მოგების სერია დაასრულა. ამასთან, პირველად მოხდა, როდესაც უიმბლდონზე ნოლემ პირველი სეტი მოიგო და შემდეგ დამარცხდა. 

თავის მხრივ, ალკარასი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 2018 წლის შემდეგ ჯოკოვიჩი ბალახზე დაამარცხა. ნოლეს ბალახზე 34-მატჩიანი მოგების სერია ჰქონდა. ამასთან, 2023 წლის სემდეგ ჯოკოვიჩი უიმბლდონის კორტზე პირველად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს“ - Calcio Frosinone კვერნაძეზე
„მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს“ - Calcio Frosinone კვერნაძეზე