ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

თითქმის 5-საათიან თრილერში! - კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი კარლოს ალკარასი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და თითქმის 5-საათიან თრილერში 5 სეტში გაიმარჯვა - 1:6, 7:6 (8:6), 6:1, 3:6, 6:4.

შეხვედრა საერთო ჯამში 4 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა მატჩის განმავლობაში 9 ეისი შეასრულა, 19-დან 5 ბრეიკ-პოინტი მოაქცია და შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შეხვედრაში, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მე-5 სეტის მიმდინარეობისას იყო, როდესაც ესპანელის სასარგებლოდ ანგარიში 3:1 გახდა. ჯოკოვიჩი თავისმა შეცდომამ ისე გააღიზიანა, რომ ჩოგანი დაამტვრია.

ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მეორედ მოახერხა დიდი სლემის ტიტულის მოგება, პირველად კი ეს გასულ წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე შეძლო.

საგულისხმოა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 27-მატჩიანი დიდი სლემების მოგების სერია დაასრულა. ამასთან, პირველად მოხდა, როდესაც უიმბლდონზე ნოლემ პირველი სეტი მოიგო და შემდეგ დამარცხდა.

თავის მხრივ, ალკარასი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც 2018 წლის შემდეგ ჯოკოვიჩი ბალახზე დაამარცხა. ნოლეს ბალახზე 34-მატჩიანი მოგების სერია ჰქონდა. ამასთან, 2023 წლის სემდეგ ჯოკოვიჩი უიმბლდონის კორტზე პირველად დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები