ტოტენჰემი, პარი სენ ჟერმენი, ლუკას მოურა
Aa Aa

„ხედავ? ღმერთს შენთვის გეგმა ჰქონდა“ - მე ლუკას მოურა ვარ

„სასწაულების მჯერა.. ნამდვილად მჯერა.. როდესაც 2019 წლის ამსტერდამული ღამე მახსენდება სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.. წარმოიდგინეთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვართ, „აიაქსთან“ ჯამში 0:3-ს ვაგებთ და წინ მხოლოდ 45 წუთია დარჩენილი..

.. და შემდეგ მე მათ ერთ ტაიმში 3 გოლს გავუტან?

მარცხენა ფეხით?

და მესამე გოლს მატჩის ბოლო წუთზე?

ეს ხუმრობას ჰგავს ან ცუდი ფილმის სცენარს..

არ ვიცი რამდენჯერ ვუყურე ამ გოლს. „სპურსის“ იუთუბ არხზე 700 000 ნახვა აქვს და ალბათ აქედან 100 000 ჩემია..

თქვენ ალბათ ნახეთ ინტერვიუ, რომელიც Esporte Interativo-ს თამაშის შემდეგ მივეცი. ვტიროდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ რაც იმ მომენტში ხდებოდა, არამედ იმ ყველაფრის გამო, რამაც გონებაში გამიელვა..

დავინახე დრო, როდესაც ველოსიპედიდან გადმოვვარდი 5 წლის ასაკში. დავინახე დრო, როცა ქუჩაში ფეხშიშველს, ფეხბურთის თამაშისგან თითებიდან სისხლი მომდიოდა.. ასევე გამახსენდა ის დღე, როდესაც მეზობლის საფოსტო ყუთში ხოჭოები ჩავსვი და მას კინაღამ გულის შეტევა დაემართა.. ამაზე საჯაროდ ბოდიშს ვიხდი..

მე პარიზული 6 ბნელი თვეც ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ ჩემი საფეხბურთო კარიერა ღმერთის ხელებს მივანდე..

შემდეგ ერთ მატჩში ჩემი რწმენა გაათასმაგდა..

ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ყველა ის მომენტი, რომელიც ამსტერდამში განვიცადე და ერთი რამ, რაც მას შემდეგ მოხდა.. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ღმერთის გეგმის ნაწილი იყო..

ბავშვობაში მშობლებს ჩემს პროფესიონალურ კარიერასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ. დედა ფიქრობდა, რომ მამა ზედმეტად ორიენტირებული იყო ფეხბურთზე. ამიტომ მამაჩემმა ღრმად ჩაისუნთქა, ხმა ამოიღო და ისეთი რამ თქვა, რაც არასდროს დამავიწყდება. თითქოს მან უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება აიღო..

მან დედას უთხრა: „ვფიქრობ, შენ ვერ ხვდები, თუ რამხელა ნიჭი აქვს ჩვენს შვილს..“

მართლა ასე თქვა და ეს ზეწოლა არ იყო!!

მოგვიანებით ის ჩემთან მოვიდა და მკითხა: „შვილო, დარწმუნებული ხარ, რომ ამ გზით გინდა წასვლა?”

მე ვუთხარი: „მამა, ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც ვიცი.“

ხალხი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მქონდა. ჩემი მთავარი მისია კი ბრაზილიის ნაკრებში თამაში იყო. სრული ფანატიკოსი ვიყავი!! 5 წლის ვიყავი, როცა ბრაზილიამ მუნდიალის ფინალში საფრანგეთთან 3:0 წააგო. მიუხედავად ამისა, მე ბრაზილიის დროშით სამეზობლოში მაინც დავრბოდი და ვყვიროდი: „ბრაზილია, ბრაზილია, ბრაზილია..“

როცა დავამთავრე, ქუჩები ცარიელი და ჩუმი იყო.. ყველა სახლში წავიდა..

13 წლის ასაკში სან პაულუს აკადემიაში მოვხვდი და 1 კვირა გაუჩერებლად ვტიროდი. ჩემი მშობლები ძალიან მენატრებოდნენ.. 17 წლისას კი პირველ გუნდში დებიუტი მქონდა.. „ატლეტიკო პარანაენსეს“ სტუმრად ვეთამაშებოდით და ძალიან ვნერვიულობდი.

ყველა გუნდში, ყოველთვის ყველაზე დაბალი მე ვიყავი და აქედან გამომდინარე, დიდ ბიჭებთან თამაშის წინ ვნერვიულობდი. ჩემი გადმოსახედიდან ისინი მოძრავ მთებს ჰგავდნენ, მაგრამ, როგორც კი მოედანზე გავედი ყველა შიში გაქრა!!

თამაშის შემდეგ, თავისუფლად შემეძლო მეთქვა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. მამა სიხარულისგან აქეთ-იქით დარბოდა. მთელი ამ წლების შემდეგ, ის მართალი იყო!!..

ჰა ჰა, შემოგვხედე.. თმით სავსე თავი და ტიტული, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა..

„სან პაულუში“ დებიუტიდან 5 თვის შემდეგ, ბრაზილიის 20-წლამდე ნაკრებში ნეიმართან ერთად ვთამაშობდი. იმ ნაკრებში ნიჭის ამოფრქვევა იყო. ჩვენ სენსაციურად მაგრები ვიყავით!!

ნეიმარი უკვე წარმოუდგენლად მაგარი იყო და ვიღაცები ერთმანეთს გვადარებდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავია, მაგრამ წადით აბა მასთან სახლში.. თავს ნამდვილ პრინცად გაგრძნობინებთ..

მოედანზე მას ძალიან დიდი გამბედაობა აქვს. მას შეუძლია გააფუჭოს დრიბლინგი ან გაუშვას შანსი, მაგრამ შემდეგ ჯერზე, როცა ბურთს მიიღებს, ისე იქცევა, თითქოს ეს არასდროს მომხდარა, გესმით? მას არ აშინებს საკუთარი შეცდომები. ეს არის სიმამაცის ტიპი, რომელიც მე ძალიან აღმაფრთოვანებს..

როდესაც „პარი სენ ჟერმენში“ გადავედი ტიტულების მოგებით ვიყავი შეპყრობილი.. ყველაფერი 2012 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ჩემს სახლში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენელი მოვიდა და მათ გეგმებზე მესაუბრა. თითქმის დამარწმუნეს, მაგრამ მეორე დღეს ლეონარდომ დამირეკა და პსჟ-ში გადასვლა შემომთავაზა..

არც კი დავფიქრებულვარ, რადგან მათ იბრაჰიმოვიჩი ჰყავდათ და რამდენიმე ბრაზილიელი.. ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი, ტიაგო მოტა..

ასევე, მე მანჩესტერში ვიყავი და იქ ძალიან ციოდა.. მოდი ვაღიაროთ, პარიზი ბრაზილიელებისთვის უფრო მიმზიდველია..

მაგრამ რეალურად მე „სან პაულუდან“ წასასვლელად მზად არ ვიყავი. უნდა გესმოდეთ, თუ რამდენს ნიშნავს ეს კლუბი ჩემთვის.. სადაც არ უნდა წავიდე ამ გუნდს ყველგან გულით ვატარებ!!

„სან პაულუში“ ტიტული მოგებული არ მქონდა და პსჟ-ს ვუთხარი, რომ ზამთარში გადავიდოდი.. კიდევ 5 თვე მჭირდებოდა, რათა ჩემი გუნდისთვის ტიტული მომეპოვებინა. მეტიც, პსჟ-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, რომ საჭირო გამხდარიყო „სან პაულუში“ ტიტულისთვის ამას აუცილებლად ვიზამდი!!

როდესაც იმ წლის დეკემბერში Copa Sudamericana-ს ფინალი ვითამაშეთ, ვიცოდი, რომ ეს ჩემი ბოლო შანსი იყო. მეორე მატჩს „მორუმბიზე“ 67 000 ადამიანის წინაშე ვთამაშობდით და თამაშის დაწყებამდე ვფიქრობდი ყველა ჩემს მოგონებაზე „სან პაულუდან“, ყველა გოლზე, რომელიც გავიტანე და ყველა მეგობარზე, რომელიც შევიძინე. ღმერთს მადლობას ვუხდი ყოველი წამისთვის!!

საბოლოოდ, ფინალი 2:0 მოვიგეთ. გოლი გავიტანე და საგოლე პასი გავაკეთე. ამაზე დიდებულ დასასრულს ვერ ვინატრებდი..

დიდი მადლობა უნდა გადავუხადო როჯერიო სენის. ეს ბიჭი „სან პაულუს“ ისტორიაში ყველაზე დიდი გმირია!! მაგრამ ვის დაუტოვა მან ეს პატივი? ვის გადასცა კაპიტნის სამკლავური?

ბავშვს, რომელიც გუნდს ემშვიდობებოდა..

ჩემთვის ეს ნამდვილი სიდიადე იყო..

ყველაზე კარგად, რაც 2013 წლის კონფედერაციის თასიდან მახსოვს, არის პოლიტიკური სიტუაცია სამშობლოში.. მსოფლიო ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე, ბრაზილიაში უამრავი საპროტესტო აქცია იმართებოდა.. მახსოვს როგორ ვმღეროდით ეროვნულ ჰიმნს.. მაშინაც კი, როცა ჰიმნი დასრულდა ხალხი არ გაჩერდა და სიმღერა გააგრძელა. მსაჯი მათ ვერაფერს უხერხებდა..

„მარაკანაზე“ ესპანეთის 3:0 დამარცხება დიდებული იყო. ის გამარჯვება ყველა სტადიონზე მოსულ ბრაზილიელს ეკუთვნოდა!!

როცა ტრიბუნაზე ასეთი გარემოა, როგორ ვერ უნდა გაიმარჯვო??

დევიდ ბექჰემი!! ის დიდებული იყო.. ეს სურათი მისი გამოსამშვიდობებელი მატჩიდან არის, რომელიც მართლად ემოციური გამოდგა.. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს შვილებს თავისუფლად ვეტყვი, რომ დევიდ ბექჰემთან ერთად ვთამაშობდი..

როდესაც პირველად ბექჰემს და იბრაჰიმოვიჩს შევხვდი შოკში ვიყავი. ისინი ნამდვილი ვარსკვლავები არიან და მათგან ასეთ მოქცევას ელი. შესაძლოა იფიქრო, რომ ისინი ამპარტავნები არიან, მაგრამ ასე არ არის. ისინი ძალიან კარგები არიან!! საბოლოოდ ხვდები, რომ ისინი უბრალოდ შრომისმოყვარე და თავმდაბალი ხალხია!!

ბექჰემი ისეთი მორცხვი იყო.. ბევრს არასდროს საუბრობდა.. ჩუმად ჩამოვიდოდა, მოწესრიგდებოდა და მუშაობდა.. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, რადგან დევიდმა მასწავლა როგორ მოვქცეულიყავი..

როცა დევიდ ბექჰემი ასეთი თავმდაბალია, შენ რატომ უნდა იყო ამპარტავანი??

ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით და სულ მეხუმრებოდა იმაზე, თუ რამდენი მეძინა გუნდის ავტობუსში.. მე ვეხუმრებოდი იმაზე, თუ რამდენს ჭამდა.. მას ფრანგული პური ძალიან უყვარდა და დღემდე ვერ ვხვდები, როგორ იყო ასეთი გამხდარი..

პარიზში ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და ახლა მე ფეხბურთზე არ ვსაუბრობ!!

ნელ-ნელა თავი მარტოსულად ვიგრძენი. მივიღე რამდენიმე ტრავმა და ამან დამტანჯა. დავიწყე ბრაზილიის მონატრება. დავიწყე იმაზე ფიქრი, რამდენად სწორი იყო ჩემი „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა..

მაგრამ შემდეგ მე პასტორი რაფაელი გამაცნეს.. ახლა კი ღმერთზე უნდა გესაუბროთ..

ბრაზილიაში ბევრი შანსი მქონდა, რომ ღმერთთან სიახლოვე მეგრძნო, მაგრამ თავი არასდროს შემიწუხებია.. რაც პარიზში შეიცვალა იყო ის, რომ ხალხმა ღმერთი ახალი გზით გამაცნო..

დავიწყე ბიბლიის შესწავლა და რაფაელმა თავის სახლში მიმიწვია. ალექსმაც იგივე გააკეთა. ბევრი რამ ვისწავლე და საბოლოოდ გადავიფიქრე..

შემდეგ გავიცანი ძალიან ლამაზი გოგონა სახელად ლარისა და 2016 წელს ჩვენ დავქორწინდით. პასტორი, რა თქმა უნდა, რაფაელი იყო..

მას შემდეგ ჩემმა ცხოვრებამ გაცილებით მეტი აზრი მიიღო. სასაცილოა, რადგან პარიზში რომ ჩამოვედი, თითქოს ყველაფერი მქონდა - დიდი კლუბი, ფული, დიდება - მაგრამ უზარმაზარი სიცარიელე გაჩნდა შიგნით და ძალიან მომენატრა ჩემი ქვეყანა. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ, ჰეი, მე ყველაფერი მაქვს, რატომ არ ვარ ბედნიერი? სიმართლე ისაა, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეავსოს ეს სიცარიელე!!

სწორედ ამიტომ გახდა პარიზი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქი. იქ ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ღმერთის შეცნობა იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე ყველა ტიტული ერთად..

ორი აზრი არ არსებობს, რომ ბოლო 6 თვე პსჟ-ში ჩემი კარიერის ყველაზე რთული პერიოდია.. ბოლოსწინა სეზონში 19 გოლი გავიტანე. შემდეგ კი გუნდში ნეიმარი და მბაპე მოვიდნენ..

მეგონა მათ გვერდით თამაში შემეძლო, მაგრამ მატჩებისთვის ნაკრებშიც არ ვყოფილვარ. ამიტომ ღმერთს ვუთხარი: „ექვს თვეს ვიბრძოლებ. თუ არაფერი შეიცვლება, მე წავალ.."

საბედნიეროდ ჩემი პირველი შვილი მიგელი იმ წლის ნოემბერში დაიბადა. როდესაც სახლში ბრუნდები და ბავშვი ხელში აგყავს, აღარ ნერვიულობ იმაზე, თუ რამდენ მატჩში მიიღე მონაწილეობა..

როდესაც იანვარში „ტოტენჰემი“ შემეხმიანა მათი სავარჯიშო მოედნის სანახავად წავედი. ლონდონი კიდევ ერთი დიდებული ქალაქია, პრემიერ ლიგა კი მსოფლიოში საუკეთესოა. ღმერთმა ეს კარი გამიღო. ასე რომ, გადასვლაზე ბევრი არ მიფიქრია..

როდესაც 2019 წელს, ჟულიო სეზარმა ბურთები ამოიღო და ჩვენ „მანჩესტერ სიტისთან“ დაგვაწყვილა ხუმრობით მივწერე, თუ რატომ გააკეთა ეს..

მან ასე მიპასუხა: „არ ინერვიულო, თქვენ აუცილებლად გახვალთ ნახევარფინალში.“

„მანჩესტერ სიტის“ დამარცხების შემდეგ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ფინალში გავიდოდით, მაგრამ ჩვენს წინ სენსაციური „აიაქსი“ იყო, რომელთანაც სახლში 0:1 წავაგეთ. მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებთან მივედი და ვუთხარი, რომ ჩვენი ბოლომდე დაეჯერებინათ!!

წავედით ამსტერდამში და პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით. ჰა ჰა ჰა.. ორი მატჩის ჯამში 0:3.. მიუხედავად ამისა, მაინც მჯეროდა, რომ გავიდოდით.. პოჩეტინომ გვითხრა: „ერთი გოლი ბიჭებო, ერთი და ჩვენ მატჩში დავბრუნდებით!!“

მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა. 5 წუთში ორი გოლ გავიტანე!! დრო გადიოდა და მესამე ვერ გაგვქონდა. მათ ძელს მოარტყეს, ლორისმაც ურთულესი ბურთი მოიგერია.. გულშემატკივრებს მატჩის დასრულება სურდათ.. ბოლო წუთზე მხოლოდ საჯარიმოში დარჩენაზე ვფიქრობდი..

არ ვიცი დელე ალიმ როგორ დამინახა, მაგრამ ვფიცავ ბურთი ჩემს წინ გაჩნდა და იმ წამსვე დარტყმა გადავწყვიტე..

არ ჰქონდა მნიშვნელობა ფეხი ვის ან რას მოხვდებოდა.. მე უბრალოდ უნდა დამერტყა!!

ბურთი მცველს ასცდა და კარისკენ წავიდა..

არც კი ვიცი მეტი რა ვთქვა..

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტში საღად ვერ იაზროვნებ. იმ მომენტში, ჩემში ემოციები აფეთქდა და არ ვიცოდი, როგორ გამეკონტროლებინა.. არ ვიცოდი გამარჯვება როგორ აღმენიშნა. მსაჯის სასტვენის შემდეგ, მოედანზე უბრალოდ დავეცი და ვტიროდი.. ღმერთს მადლობა გადავუხადე. უზარმაზარი მადლიერება ვიგრძენი.. თითქოს დიდი საჩუქარი მივიღე.. ყველა ჩემთან მოვიდა.. მეხუტებოდნენ და მკოცნიდნენ..

როდესაც გასახდელში შევედი ჰაერში ბოთლები დაფრინავდნენ. ფეხბურთელები ხტუნავდნენ და მაგიდას ამსხვრევდნენ.. შემდეგ ავტობუსში ჩავჯექი და ლარისას დავურეკე, რომელიც ჩვენს მეორე შვილზე პედრინიოზე იყო ორსულად. მას ცრემლები მოსდიოდა. ჩემს ოჯახს ბრაზილიაშიც დავურეკე. ყველას „ტოტენჰემის“ მაისური ეცვა.. ტიროდნენ და ზეიმობდნენ..

იმ ღამით დაძინება შეუძლებელი იყო. გამახსენდა პსჟ-ში ჩემი ბოლო ექვსი თვე. შემდეგ ჩემი ანგელოზი გამომეცხადა და მითხრა: „ხედავ? ღმერთს შენთვის გეგმა ჰქონდა..“

სასტუმროდან გასვლის დროს მითხრეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზე ვრჩებოდი.. თითქოს თავზე ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს. მიუხედავად ამისა, გუნდური სულისკვეთების გაფუჭება არ მინდოდა.. ამიტომ, სიჩუმე ვამჯობინე.. დარწმუნებული ვიყავი მაინც ვითამაშებდი. მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ ჰეთ-თრიკი შევასრულე..

ფინალი ყოველთვის რთულია. ხანდახან ის მახინჯიც არის.. „ლივერპულს“ დიდებული გუნდი ჰყავდა. თამაში იმედგაცრუებული გამოვიდა, მაგრამ რა გინდა, რომ გააკეთო?..

ხშირად უთქვამთ, რომ „აიაქსთან“ დიდებული მატჩის შემდეგ, ფინალში ძირითადში მე უნდა ვყოფილიყავი.. ფინალში მაინც ვითამაშე. ბევრს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც კი არ შეუძლია. ასე რომ, მე მადლიერებას ვირჩევ. ჩემი მედალი მაინც მაქვს..

როდესაც ამ მომენტზე ვფიქრობ, ვხვდები, როგორ გამიმართლა.. მაშინაც კი, როცა ვერ მოვიგეთ ასე დავიწყე ფიქრი და ამან მარცხის მიღება უფრო მარტივი გახადა. კარიერის დასრულებისას, თუ მეცოდინება, რომ მე ყველაფერი გავაკეთე, ბედნიერი ვიქნები!!

მაგრამ დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს მომენტები მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. მე აუცილებლად შევასრულებ ჩემს როლს, ეს არის ლოცვა, შრომა და თამაში, როგორც შემიძლია..

დანარჩენი? მე მჯერა, რომ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული..“ - მე ლუკას მოურა ვარ 

გაზიარება: