„მის ყიდვას მხარს ვუჭერ“ - პფაფი მამარდას ბაიერნში ტრანსფერზე
ლეგენდარულმა ბელგიელმა მეკარემ, ჟან-მარი პფაფმა Abendzeitung Muenchen-ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც „ბაიერნში“ მეკარის საკითხზე ისაუბრა. პფაფის სურს, რომ „ბაიერნმა“ გიორგი მამარდაშვილი გადაიბიროს, თუმცა ამ ეტაპზე პფაფი მამარდაშვილს ნოიერის ნომერ პირველ შემცვლელად განიხილავს და არა „ბაიერნის“ სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელად.
„დაიბრუნებს მანუელ ნოიერი იმ სიძლიერეს, რასაც ტრავმის მიღებამდე ავლენდა? ჰყავს მას შემცვლელი ამ გზაზე, ვიდრე თამაშს შეძლებს? ეს კითხვა კავშირშია და განსაზღვრავს შესაძლო ტრანსფერებს.
22 წლის გიორგი მამარდაშვილი იქნება ნოიერის ალტერნატივა? შესაძლოა ის ერთადერთიც იყოს, რომელიც ნოიერს წარმატებით შეცვლის?
ზომერს სურს ევრო 2024-ზე შვეიცარიის ნაკრების ნომერ პირველი მეკარე იყოს. ამგვარად, მას რეგულარულად თამაში სჭირდება. თუ ნოიერი ფორმაში შევა, ზომერისთვის ევრო 2024-ზე თამაში რთული იქნება. აქედან გამომდინარე, მან გუნდის შეცვლის გადაწყვეტილება კარგად უნდა განიხილოს.
ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ესპანეთში შთამბეჭდავად ითამაშა. ის მხოლოდ 22 წლისაა, ბრწყინვალე სიმშვიდესა და დამოუკიდებლობას ავლენს.
მხარს ვუჭერ ქართველის დამატებას, რომელსაც ნოიერთან და ულრაიხთან ყოველდღიური ვარჯიშით განვითარება შეუძლია. მისი ტრანსფერი უნდა იყოს ინვესტიცია მომავალში. მამარდაშვილს ჯერ კარიერის პიკი არ ჰქონია, ნოიერი კი ერთ დღეს კარიერას დაასრულებს''.
BILD-ის ცნობით, „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს:
„მეკარის პოზიციაზე „ბაიერნი“ გიორგი მამარდაშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც „ვალენსიაში“ თამაშობს. „ბაიერნის“ სკაუტები მამარდაშვილის თამაშს რამდენჯერმე დააკვირდნენ, „ბაიერნის“ ტექნიკურ დირექტორ მარკო ნეპესა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის კონტაქტი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მამარდაშვილთან შეთანხმება არ არსებობს და კლუბებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა, ცნობილია რომ „ვალენსია“ ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს. მეკარის საკითხი „ბაიერნში“ ღიად რჩება''.