სოლომონ კვერკველია
Aa
Aa

კვერკველია ბენზემასა და რონალდუს წინააღმდეგ - ქართველი არაბეთში ითამაშებს

არაბი ჟურნალისტის, აჰმედ რაგაბის ინფორმაციით, სოლომონ კვერკველია და რუმინეთის ნაკრების მცველი ანდრეი ბურკა კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ოხდუდში“ გააგრძელებენ. ფეხბურთელებმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმეს.

აღნიშნული კლუბი უმაღლეს ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა და შემდეგ სეზონს ელიტარულ ჩემპიონატში გაატარებს.

15 სექტემბერს, სოლომონ კვერკველიას გუნდი შინ კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადს“ შეხვდება, 23 ნოემბერს კი სტუმრად კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრს“ დაუპირისპირდება.

გასული სეზონი 31 წლის კვერკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“ გაატარა, სეზონის დასრულების შემდეგ მთავარ მწვრთნელად ადრიან მუტუ დაინიშნა, რომელმაც ქართველთან მუშაობაზე უარი თქვა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი არაბულ კლუბში გადავიდა.

კვერკველიას ასევე უთამაშია ყაზანის „რუბინში“, „ნეფტეხიმიკში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის „როტორში“, ხარკოვის „მეტალისტსა“ და „გაგრაში“.

ფოტო: NAKREBI.GE

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები