ვესტ ჰემი, ჰარი მაგუაიერი, დევიდ მოიესი
Aa
Aa

მაგუაიერი ჩაქუჩებში? - მოიესს მოსწონს და მასთან მუშაობა სურს

The Telegraph-ის ინფორმაციით, დეკლან რაისის „არსენალში“ გაყიდვის შემდეგ „ვესტ ჰემი“ „მან. იუნაიტედის“ მცველს, ჰარი მაგუაიერს უმიზნებს. „ჩაქუჩები“ „მან. იუნაიტედთან“ მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ, უპირატესობას იჯარით დამატებას ანიჭებენ, ამ ეტაპზე ტრანსფერის გამოსყიდვა არ სურთ.

„ვესტ ჰემის“ მთავარ მწვრთნელს, დევიდ მოიესს ჰარი მაგუაიერის თვისებები მოსწონს და მასთან მუშაობის სურვილს გამოხატავს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, მაგუაიერს „მან. იუნაიტედის“ დატოვება არ სურს, დარწმუნებულია რომ ფორმას აღიდგენს და სასტარტო 11-ეულში ადგილს დაიმკვიდრებს. მიუხედავად ამისა, „ჩაქუჩები“ ჰარის დამატებას ეცდებიან. მით უმეტეს, რომ ლონდონის „არსენალმა“ დეკლან რაისის ტრანსფერი დაადასტურა და „ვესტ ჰემს“ მაგუაიერის დასამატებლად საჭირო ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ვესტ ჰემი“ 24 წლის საყრდენის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით შესაძლოა 5 მილიონი დაემატოს.

2019 წელს „მან. იუნაიტედმა“ მაგუაიერის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია.

30 წლის მცველმა გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 16 მატჩში ითამაშა. 16-დან 6 შეხვედრაში კაპიტანი იყო, 15 შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ორჯერ სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა,  5 მატჩი კი ტრავმის მიზეზით გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები