კოტე ტუღუში, სერგი ნინუა
Aa
Aa

U20: მე-13 ადგილის შანსი - საქართველომ ირლანდია გაანადგურა

საქართველოს კალათბურთის 20-წლამდე ნაკრებმა, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად მე-13/მე-16 ადგილის ვინაობა ირკვეოდა. კოტე ტუღუშის შეგირდები ირლანდიას დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად 92:67 გაიმარჯვეს.

ირლანდიამ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გასწია, მაგრამ მაინც 1 ქულით დამარცხდა. მეორე მეოთხედის დასრულების შემდეგ, „ჩვენებურები“ 7-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ.

მეორე ტაიმი კი აშკარად საქართველოს უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

შედეგიანობით ყველაზე მეტად სერგი ნინუა გამოირჩა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 18 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, მე-13 ადგილისთვის მატჩი 16 ივლისით თარიღდება. საქართველო ლატვიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა
100+5 მლნ - დეკლან რაისის ტრანსფერი არსენალის ისტორიაში სარეკორდოა